Sunday 7 October 2018

პროექტი: ,,მე ვარ პეპი"



პროექტის მასალები იხილეთ აქ:

https://www.facebook.com/1477021389181456/photos/pcb.2158467224370199/2158457017704553/?type=3&theater

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი 
ციცინო გობაძე/ ირა ძირკვაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
წალკა
სკოლა
გუმბათის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება      ,,მე ვარ პეპი“
პროექტის შინაარსი
პროექტს სიმბოლურად ჰქვია მე ვარ პეპი: მოსწავლეები წაიკითხავენ საბავშვო ნაწარმოებებს, შეარჩევენ მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან რომელიმე პერსონაჟს, რომელიც მათ  ძალიან მოსწონთ, გავაკეთებთ პრეზენტაციებს, სადაც წარადგენენ მათ მიერ არჩეულ პერსონაჟს: ჩაიცვმენ გმირის ტანსაცმელს, ექნებათ მათი ნივთები და ისაუბრებენ, თუ რატომ აირჩიეს ეს პერსონაჟი, რა აქვთ მათ განსაკუთრებული, რითი ჰგავან მათ მიერ არჩეულ გმირს, რატომ უნდა წაიკითხონ სხვებმა ეს წიგნი.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
დაწყებითი  II-VI კლასები
პროექტის განხორციელების დრო
 6 კვირა,
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ წიგნებს, გაეცნიბიან სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას, იმსჯელებენ მათი გმირების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, დაინტერესდებიან მხატვრული ლიტერატურის კითხვით;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები
თემატური კითხვები
რომელ საბავშვო მწერლებს ვიცნობთ?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ ავირჩიე ჩემი გმირი? რა აქვს მას დადებითი? რა აქვს უარყოფითი? რითი ვგავარ მას? რა მასწავლა ამ წიგნმა?   რატომ უნდა წაიკითხონ სხვება ეს წიგნი?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
განმავითარებელი შეფასება
 თვითშეფასების ცხრილს
პროექტის მსვლელობისას
განმავითარებელი შეფასება
მოსწავლეთა ჩანაწერები.
მოსწავლეებნს ვთხოვ კითხვის დროს გააკეტონ ჩანაწერები
პროექტის დასრულების შემდეგ
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
პრეზენტაციები;
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების მოკლე მონახაზ
პროექტის დასაწყისში გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ცხრილს, რომლებითაც გავიგებ, თუ რამდენად კითხულობენ წიგნებს და ხვდებიან მთავარ სათქმელს, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს ვთხოვ აკეთონ ჩანაწერები წაკითხული წიგნების შესახებ, გზადაგზა გავიცნობ მათ ჩანაწერებს და გავუკეთებ კომენტარებს, პროექტის ბოლოს მექნება პრეზენტაცია, მეყოლება ჟიური, რომელიც შეაფასებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებმა იციან კითხვა, იციან წაკითხულის გააზრება.იციან კითხვის დროს ჩანაწერების გაკეთება.
სასწავლო პროცედურები
·         მოსწავლეების ერთად შევადგენ გეგმას, გავაცნობ მათ პროექტის მიზნებს, შეფასების კრიტერიუმებს,  პროექტის ხანგძლივობა, ვესაუბრები საბავშვო მწერლებზე, ვთხოვ, რომ შეარჩიონ ბიბლიოთეკაში წიგნები, გამოიწერონ და წაიკითხონ.
·         მოსწავლეებს ვთხოვ, შეარჩიონ თავიანთი წაკითხული წიგნებიდან პერსონაჟები, წარადგინონ ისინი აუდიტორიის წინაშე: ჩაცმით, ნივთებით, ატრიბუტებით;
·         მოსწავლეებს დავურიგებ ანკეტებს, რომლებსაც უნდა უპასუხონ პრეზენტაციის დროს.
·         პრეზენტაციას ჩავატარებ 14 ნოემბერს, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს;
·         ჟიური შეაფასებს პრეზენტაციებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით;
·         ვიცეკვებთ ყველა ერთად სიმღერაზე ,,პეპი“

დიფერენცირებული სწავლება
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
წიგნები, ანკეტა, შეფასების კრიტერიუმები
ინვენტარი/მასალები
-----
ინტერნეტრესურსები
----
სხვა რესურსები
-----



ანკეტა
მე ვარ--------------
წიგნიდან---------------
ავტორი----------------
მიყვარს------------------------
არ მიყვარს-----------------
ჩემი განსაკუთრებული თვისება--------------------------------------------
ჩემი განსაკუთრებული მოვლენა-----------------------------------------------
---------------  და -----------------         ერთმანეთს ჰგავან-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამონარიდი ჩემი წიგნიდან-------------------------------
ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ, რადგან აქ ისწავლით, თუ როგორ---------------------------------------


თვითშეფასების რუბრიკა
ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
ვგებულობ წაკითხულის შინაარსს
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
ვუყვები წაკითხულის შესახებ სხვებს
ხშირად
იშვიათად
არასოდეს





 პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

1
2
3
4
5
ხასიათი
არ ჩანს, რომ იცნობს თავის პერსონაჟს.
იცნობს თავის პერსონაჟს, თუმცა მისი ხასიათის წარმოჩენა არ შეუძლია
იცნობს თავის პერსონაჟს და ნაწილობრივ წარადგენს მის ხასიათს.
იცნობს თავის პერსონაჟს, წარადგენს მის ხასიათს.
კარგად იცნობს თავის პერსონაჟს, სწვდება მისი ხასიათის, ქცევის მოტივაციას.
გარეგნობა, ჩაცმის სტილი
არ ჰგავს გარეგნულად თავის გმირს,
ცდილობს მსგავსებას, თუმცა ელემენტარულად.არასწორად
ნაწილობრივ აცვია თავისი პერსონაჟის მსგავსად.
აცვია თავისი პერსონაჟის მსგავსად
ავლენს თავის პერსონაჟთან სრულ მსგავსებას, გამორჩეულია და განსაკუთრებული.
დამახასიათებელი ნივთი
არ აქვს დამახასიათებელი ნივთი
აქვს ნივთი, თუმცა არასწორად შერჩეული
აქვს ნივთი, თუმცა არასრულია
აქვს ნივთი;
აქვს ნივთები, გამორჩეულია და განსაკუთრებული.
არგუმენტირებული მსჯელობა
არ მსჯელობს;
არ მსჯელობს არგუმენტირებულად;
მსჯელობს ნაწილობრივ არგუმენტირებულად,
მსჯელობს არგუმენტირებულად, თუმცა ზოგჯერ არადამაჯერებლად;
მსჯელობს დამაჯერებლად, არგუმენტირებულად, სრულად აყალიბებს მთავარ სათქმელს, გამოყოფს ნაწარმოების დადებითსა და უარყოფით მხარეებს.