არა ნარკოტიკს, სიგარეტს, ალკოჰოლს!

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ციცინო გობაძე
რაიონი
წალკა
სკოლა
სსიპ გუმბათის საჯარო სკოლა
ქალაქი

თარიღი
20.04.2014
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
არა ალკოჰოლს, სიგარეტს, ნარკოტიკს.
თემის შინაარსი
მოსწავლეები ავსებენ ანკეტებს, ,,როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს“ და ყრიან ყუთში, აწყობენ ნახატების გამოფენას, წაიკითხავენ ცნობილი ადამიანების ციტატებს ნარკოტიკისა და  ალკოჰოლის შესახებ, ნახავენ ვიდეოებს, იმსჯელებენ იმ დაავადებებსა და უარყოფით მხარეებზე, რომლებსაც იწვევს აღნიშნული ფაქტორები.
საგანი
ქართული ლიტერატურა _ მასწავლებელი ციცინო გობაძე.
ბიოლოგია _ მასწავლებელი ნათელა კახაძე.
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური. VI _ IX კლასები.
განხორციელების დროის ჩარჩო
აპრილი .ორი კვირა.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ლიტერატურაში
·         აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
ბიოლოგიაში
·         გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·         განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·         მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დისკუსიაში ჩართულობისა და თანამშრომლობის უნარები, გააცნობიერებენ სიგარეტის, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, ისწავლიან, თუ როგორ უნდა ებრძოლონ მავნე ჩვევებს.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი ლიტერატურაში

აქტივობა
10 -9
8 - 7
6-5
დისკუსიაში ჩართულობა
მოსაზრება ორიგინალურია  და გამყარებული ცნებებით,  არისწ ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო  ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული არგუმენტებით.
მონაწილეობა
გამოხატავს ინტერესს თემისადმი,  აქტიურია, დავალებებს ასრულებს დანიშნულ ვადაში.
გამოხატავს ინ ტერესს, მაგრამ მოკლებულია აქტიურობას, დავალებებს ასრულებს დაგვიანებით.
ნაკლებად ინტერესით ეკიდება საკითხს, არ აქტიურობს.
თანამშრომლობა
თანამშრომლობს თანატოლებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას, იზიარებს და პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს.
თანამშრომლობს თანატოლებთან, ზოგჯერ იზიარებს და პატივს სცემს სხვის აზრს.
ნაკლებად თანამშრომლობს თანატოლებთან, უჭირს სხვისი აზრისადმი პატივისცემა.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე  ნარკოტიკული ნივთიერებები

სასწავლო პროცედურები

აქტივობა 1. ვაკეთებთ ყუთს, ვთხოვთ მოსწავლეებს შეავსონ ანკეტები და ჩაყარონ ყუთში
აქტივობა2. მოსწავლ;ეებს ვთხოვთ მოიძიონ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები მავნე ჩვევებზე,
აქტივობა3. ვხსნით ყუთს, ვაკეთებთ ანალიზს, ვკითხულობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს.
აქტივობა5. ვუყურებთ ფირს, ალკოჰოლი და ნარკოტიკი
აქტივობა5 ვატარებთ დისკუსიას, როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს.








სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა 

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)

 ინტერნეტკავშირი

 პროექტორი


 ვიდეოკამერა
   
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა 
 
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია



ბეჭდვითი მასალები
წიგნი ,,ნარკოლოგია“,
ინვენტარი/მასალები


ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
მასწავლებლები, დირექტორი, დირექტორის მოადგილე.







No comments:

Post a Comment