საქართველოო ლამაზო


პროექტი „საქართველოო ლამაზო“
პროექტის მთავარი იდეა
იოსებ ნონეშვილის "ლეგენდა“  _ ინსცენირება
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები ისწავლიან ლეგენდას საქართველოს შესახებ, გააცნობიერებენ, თუ რატომ ეძახიან ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვედრს.
გააკეთებენ ლექსის ინსცენირებას, ამით მათ
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები.
მოსწავლეთა ასაკი
მე–8, მე–9 კლასები
პროექტის მიზანი
·         მოსწავლეები გაიცნობენ  ქართველი პოეტების _ანა კალანდაძისა და იოსებ ნონეშვილის  ლექსებს საქართველოს შესახებ, გაიგებენ თუ რატომ ეძახიან ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვედრს, ისწავლიან თუ როგორ იქმნება სცენარი,
·         ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეიყვარებენ კითხვა; გამოუმუშაოვდებათ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებენ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცეს.
·          

პროექტზე მუშაობის ვადები:
2012 წლის მარტი_აპრილი.
პროექტის განხორციელების გზები: აქტივობები
1.მოსწავლეებს გავაცნობ ანა კალანდაძის ლექსს „საქართველოო ლამაზო“ და ამ ტექსტზე შექმნილ ცნობილ მუსიკას;
2. გავაცნობ იოსებ ნონეშვილის „ლეგენდას“ და  დავეხმარები ლექსის იდეისა და თემის ამოცნობაში.
3. შევადგენთ სცენარს და დავანაწილებთ როლებს.
4. მომზადებულ პროექტს გავიტანთ სცენაზე;
პროექტისათვის საჭირო რესურსები
1, კომპიუტერი, მუსიკალური ინსტრუმენტი, მიკროფონი, რუკები, სანთლები, სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ფორმები. ტახტრევანი, ფორმები მამა ღმერთისა და ანგელოზებისათვის.ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
http://www.youtube.com/watch?v=Tbz-sI9TnAI

ესგ–ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები

ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს სასაუბრო ტექსტებს (მაგალითად, მოწვეული პიროვნებების მეტყველებას, საინფორმაციო თუ სარეკლამო ტექსტს) და ამოიცნობს იმ დამარწმუნებელ საშუალებებს (მაგალითად, არგუმენტაციის სიძლიერე, სათანადო მაგალითებ, ლირიკულ გადახვევა, ფიგურალურ გამონათქვამებ, ემოციურ ფონ და სხვ.), რომლებიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე;
·         ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).

ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
·         აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
·         ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
·         სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;

შეფასება
 მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება მოხდება  წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
პროექტის ამსახველი მასალა
სურათები და ვიდეოფირი
პროექტის ხელმძღვანელი
ციცინო გობაძე_ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

შეფასების კრიტერიუმები
კატეგორია
კატეგორიის მოკლე აღწერა
ქულა
მოსწავლეთა შემოქმედებითობა
მოსწავლე წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;


5–4–3–2–1
აუდიტორიასთან კავშირი
აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;

5–4–3–2–1
როლის შესრულება
აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;

5–4–3–2–1
თანამშრომლობა
თანამშრომლობს ჯგუფში, ითვალისწინებს  და პატივს სცემს სხვის აზრს.
5–4–3–2–1

ანკეტა მოსწავლეთათვის
საყვარელო მოსწავლეებო
იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ) უკეთესი გახდა;
ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო;
) სრულიად გაუგებარი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა დახმარებისთვის
  პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება: „საქართველოო ლამაზო“
პროექტისათვის მზადება დავიწყეთ მარტის დასაწყისში, ღონისზიება დავგეგმეთ 12 აპრილისათვის, რადგან გვინდოდა დედაენის დრისათვის მიგვეძღვნა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცან იოსებ ნონეშვილის ლექსი „ლეგენდა“.
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
oგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? სადან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა:
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე
ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
…..ალპებად,
ანდებად,
თუ კავკასიონის მთებად,
აიწიენ წარბები შეკრული
სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია.
დე, იყოს ალალი!
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი
გავაანალიზეთ ლექსის მთავარი თემა და იდეა.
შევადგინეთ პროექტის გეგმა;
დავანაწილეთ როლები:
ავტორი:– ირა ძირკვაძე
მამა ღმერთი;_ ირაკლი კახაძე;
ანგელოზები: ქეთი ბოლქვაძე, ინდირა ვაშაყმაძე, მაია საგინაძე.
ქართველები: გელოდი კახაძე, მარიკა ძირკვაძე
უცხოელები: ხატია მიქელაძე, მადონა აბულაძე, გიორგი ძირკვაძე, ხასან საგინაძე, ნიკა ჩოგაძე, ასლან მარკოიძე.
ინტერნეტში მოვიძიეთ ანა კალანდაძის ლექსზე „საქართველოო ლამაზო“ შექმნილი მინუს მუსიკა.
დავიწყეთ რეპედიციები.
12 აპრილისათვის მოვაწყეთ სცენა, გავაკეთეთ ტახტრევანი, ირგვლივ მოვაბნიეთ რუკები, გავაფორმეთ სანთლებითა და  სხვა აქსესუარებით.
ღონისძიება გავხსენით  სიმღერით „საქართველოო ლამაზო“.
ამის შემდეგ მოვაწყეთ ლექსის ინსცენირება, ირა ძირკვაძემ წაიკითხა ლექსი, მამა ღმერთმა ანგელოზების დახმარებით რიგში მდგომ სხვადასხვა ეროვნების ხალხს დაურიგა მიწები , მიწების ნაცვლად გამოვიყენეთ რუკები. ლექსის დასასრულს გავაკეთეთ დასკვნა, თუ რატომ არის საქართველო სამოთხესავით ლამაზი,
ღონისძიების დასასრულს ნიკა ძირკვაძემ მხატვრულად წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “იარონ“.

პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე
ტელ:551095742
ელფოსტა: cicino.gobadze@gmail.com

No comments:

Post a Comment