პროექტი ,,წყალი სოფელს"


პროექტი: წყალი სოფელს
პროექტის აქტუალობა: ჩვენს სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა, რამდენიმეჯერ გაკეთდა პროექტით მილები, მაგრამ სოფელს სუფთა წყალი მაინც არ მიეწოდება.მოსწავლეებმა ნახეს სისტემა, გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ პროექტში ბევრი რამ არასწორად იყო გაკეთებული, აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა პროექტი „წყალი სოფელს“
პროექტის მონაწილე საგნები:ბიოლოგია _მასწავლებელი ნათელა კახაძე.
მათემატიკა _ მასწავლებელი მაია გობაძე.
ქართული ლიტერატურა: _ მასწავლებელი ციცინო გობაძე.
პროექტის მიზანი: ბიოლოგიაში: მცენარეთა როლი წყლის წარმოებაში, სუფთა წყლის მნიშნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ადამიანის  სიმპტომები წყლის დაკარგვის დროს.
მათემატიკაში: პროექტის შედგენა, ფასებისა და ფინანსების დადგენა.
ქართულ ლიტერატურაში: შემოქმედებითი უნარების განვითარება. ლიტერატურის როლი ბუნებისა და წყლის დაცვაში.მხატვრული კითხვის უნარის განვითარება.
 ასევე მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციიც შეგროვების უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: მე-6 _მე-10 კლასები.
პროექტის განხორციელების ვადები:  2013 წლის ოქტომბერი
პროექტის განხორციელების გზები: აქტივობა 1.მოსწავლეებს დავყოფთ 4 ჯგუფად და მივსცემთ დავალებებს:
I_ ჯგუფი: მოიძიონ ლექსები წყაროსა და ტყის შესახებ და ისწავლონ მხატვრული კითხვით.
II _       ჯგუფი: მოიძიონ მცენარეების წყლის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრტელობაში, წყლის დაკარგვის შეტხვევაში გამოვლენილი სიმპტომები, ასევე მცენარეთა როლი წყლის წარმოების საკითხში.
III _ ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია, თუ რა მასალები გვჭირდება იმისათვის, რათა სოფელს სუფთა წყალი მივაწოდოთ, ასევე ყურადღება მიაქციონ წყლის გაფილტვრის საშუალებებს.
IV _ ჯგუფი:  მოიზიონ მასალების ფასები, გააკეთონ ხარჯთაღრიცხვა, მოიძიონ ბანკი, რომელიც დააფინანსებს და გამოიყვანონ ანგარიში თუ რა თანხა დასჭირდება სოფელს სუფთა წყლის მისაღებად.
აქტივობა 2. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას.
საჭირო რესურსები: ინტერნეტი, ვაჟა ფშაველას ლექსი: ღამე მთაში,
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ლექსებს გამომეტყველებით, განუვითარდებათ ლექსიკური მარაგი,ისწავლიან თუ რას ნიშნავს სუფთა წყალი ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რა მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურა ბუნების დაცვას. ისწავლიან პროექტის შედგენას,  ფინანსების გამოყვანას, დაინახავენ, თუ როგორ უნდა გამოიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. გაითავისებენ ბუნების როლსა და მნიშვნელობას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ფლორასა და ფაუნას.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ვიდეოგადაღება, ფოტოგადაღება.












































































No comments:

Post a Comment