ვუერთდებით ევროპას

სასწავლო პროექტი ,,ვუერთდებით ევროპას“ კომბლეს მათემატიკური ვერსია
პროექტის ხელმძღვანელიები: ციცინო გობაძე, ტელ:591958324
მაია გობაძე ტელ:  595 560352
თეატრის ფოტომასალა:
 თეატრის ვიდეომასალა:
გეგმა:
რაიონი
წალკა
სკოლა
გუმბათის საჯარო
სასწავლო პროექტის ავტორები
მაია გობაძე,_ მათემატიკის მასწავლებელი,ციცინო გობაძე ქართული ენის მასწავლებელი
პროექტის აქტუალობა
მათემატიკა საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანია, ევროპულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათემატიკის სწავლების ახლებური მიდგომით სწავლის ხარისხი საგრძნობლადაა გაუმჯობესებული.ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მათემატიკაში ის მოსწავლეებიც ინტერესდებიან, რომლებიც ნაკლებად აქტიური არიან ამ სფეროში.
პროექტის მიზნები
·         მათემატიკური აზროვნების განვითარება
·         სწავლის ახალი, ევროპული მეთოდებით მათემატიკის სწავლების დანერგვა.
·         მათემატიკის გამოყენება პრაქტიკაში
  •       ევროკავშირის საგანმანათლებლო სფეროში მოსწავლეების ინტეგრაცია,
·      ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღება,
·       ევროპული ინოვაციური მეთოდებით მოსწავლეთა დაინტერესება

საგნობრივი სტანდარტები
მათ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით.
მათ. VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია  ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
მათ. VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
მათ. VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

პროექტის ამოცანები
·         მათემატიკური თეატრის მომზადება და დადგმა
·         თეარტის ჩვენება მოსწავლეთათვის და მათი შეფასება.
·         თეატრის წარდგენა სარაიონო კონკურსზე.
პროექტის განხორციელების წინაპირობები
მოსწავლეება იციან მათემატიკური ანგარიში, იციან ზღაპარი კომბლე, აინტერესებთ სიახლეები, აინტერესებთ თუ როგორ შეიძლება დავუკავშიროთ მათემატიკა ზღაპარს.
აქტივობები
1.      მოსწავლეტათვის პროექტის მიზანის გაცნობა
2.       სცენარის შედგენა და სლაიდების დამზადება
3.      მოსწავლეთათვის როლების დანაწილება,
4.      . რეპედიციების ჩატარება
5.      თეატრის დადგმა სკოლაში.
6.      თეატრის განხილვა მოსწავლეთა მიერ.
7.      თეატრის დადგმა რაიონში.
მოსწავლეთა ასაკი და კლასი
VI კლასი
მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია
შეფასება იქნება განმავითარებელის და განმსაზრვრელიც. გამივიყენებთ შეფასების კრიტერიუმებს.

რისკები და მათი თავიდან აცილების გზები
თეტრის მსვლელობაში ყველა მოსწავლე ვერ ჩაერთვება, ყველა როლს ვერ მოირგებს, ამიტომ უნდა ჩავატაროთ კჯასტინგი, შევარჩიოთ მოსწავლეები, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კლკასის ყველა მოსწავლე ჩავრთოთ, ზოგი ეპიზოდურ როლებში, ზოგიც დავასაქმოთ სხვადასხვა კუთხით,მაგ: ინტერნეტში მასალების მოძიება, სცენის განათება, გადაღება და ა.შ.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები დაინტერესდებიან მათემატიკით, დაინახავენ, რგორ უნდა გამოიყენონ მათემატიკა ცხოვრებაში, გააცნობიერებენ საგნის როლსა და მის მნიშვნელობას ევროპულ დონეზე.გაუმჯობესდება საგნის სწავლების ხარისხი.
პროექტის განხორციელების საჭირო დრო
ორი კვირა. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე.
პროექტისათვის საჭირო რესურსები
ფორმები ცხვრების, კომბლეს, მოურავისა და ძროხისათვის. კომბლები, ცული, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, პროექტორი,კომპიუტერი.
ინტერნეტრესურსები


შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების კრიტერიუმები
დამაკმაყოფილებელი
საშუალო
კარგი
სანიმუშო
მათემატიკური აზროვნება
მოსწავლე ვერ ერკვევა მათემატიკურ ანგარიშში
მოსწავლე ანგარიშობს, მაგრამ უჭირს ფორმულების გამოყენება
მოსწავლე ანგარიშობს, უკავშირებს მათემატიკას თეატრალურ წარმოდგენას.
მოსწავლე ერკვევა სანიმუშოდ მათემატიკურ გამოთვლებში, იცის მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, იყენებს მათემატიკურ ტერმინებს.
შემოქმედებითობა
მოსწავლეს უჭირს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა
მოსწავლე ავლენს შემოქმედებით უნარებს, არის მონდომებული, უჭირს თეატრალურობა
მოსწავლე ავლენს შემოქმედებით უნარებს, არის მონდომებული, თეატრალურიმოხერხებული
მოსწავლე ყველა როლს ირგებს მოხერხებულად, არის თეატრალური, შემოემედებითი, ნდივიდუალური, მიზანდასახული.

კომბლეს მათემატიკური ვერსია (სცენარი)
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, კომბლეს ჰყავდა  ერთი ლამაზი ჭრელი ძროხა, სახელად ჭრელა, კომბლეს კიდევ სამი ცხვარი ჰყავდა, ანგარიშა, გეომეტრია და ჭკუისკოლოფა. ძროხა, ცხვრები და კომბლე ერთ  დიდი ოჯახად ცხოვრობდნენ.
    ჭრელას ბევრი მტერი ჰყავდა: დათვი, მგელი, ტურა და მელა,კომბლე საგონებელში ჩავარდა, როგორ დაეცვა თავისი შვილები მტრისაგან. ერთ დღეს დაფიქრებულ კომბლესთან ცხვრები მიცვივდნენ:
_ მამა, რამ დაგაფიქრა, რა მოგივიდა?
_ ვფიქრობ, შვილო, როგორ დავიცვა ჩვენი ჭრელა მტრისაგან, ხომ ხედავთ, რამდენი მტერი გვყავს: დათვი, მგელი, ტურა, მელა.
ჭკუისკოლოფაკომბლები უნდა გამოთალო,
გეომეტრია: კომბლებს სხივის ფორმა უნდა ჰქონდეს.
ანგარიშა: თითოეული მტრისათვის ოთხი კომბალი უნდა გამოთალო.
კომბლე: ეგ როგორ უნდა გავიგო?
ჭკუისკოლოფა: მაგას ანგარიშა სჭირდება, 4 მტერი გვყავს, თითოეულისათვის 4 კომბალი გვჭირდება,სულ რამდენი კომბალი უნდა გამოთალოს მამამ?
გეომეტრია: აბა ანგარიშა, დაგვეხმარე, რამდენი კომბალი გვჭირდება?
ანგარიშა: ეგ სულ ადვილია, გამოდის, რომ 4უნდა გავამრავლოთ 4–ზე.ანუ 4+4+4+4=16.
დაიწყო კომბლემ კომბლების თლა, თლიდა კომბლებს და ინახავდა ჭერში,

მაგრამ ახლა კომბლეს ჭრელას სულ სხვა მტერი გამოუჩნდა.
ბატონი ძროხა ვისია? იფ, იფ, რა გემრიელი ხორცი ექნება!
მოურავი: ეგ ძროხა ბატონო კომბლესია.
ბატონი: მოურავო, რამდენი კილო ხორცი აქვს ამ  ძროხას?
მოურავი: მაგას ბატონო კომბლეს ცხვრების გარდა ვერავინ ვერ გეტყვის:
ბატონი: ახლავე აქ მომგვარეთ კომბლეს ცხვრები!
ბატონი: აბა ცხვრებო, რამდენი კილო ხორცი აქვს თქვენს ჭრელას?
გეომეტრია: ჩვენი ჭრელა 210  კილოს იწონის.
ჭკუისკოლოფაძროხის ხორცი ცოცხალი მასის მესამედს უდრის.
ბატონი: ეგრე როგორ უნდა გავიგო?
გეომეტრია: მაგას ჩემო ბატონო ანგარიშა სჭირდება.
ჭკუისკოლოფა: ანგარიშააბა დაეხმარე ბატონს, როგორ გაიგოს, ძროხას რამდენი ხორცი ექნება?
ანგარიშა: ჩვენ უნდა გავიგოთ 210–ის ერთი მესამედი, ეს იმას ნიშნავს, რომ 210/3= 70, ძროხას 70 კილო ხორცი ექნება.
ბატონი: ოოო, ეს ძროხა ჩემი უნდა იყოს.მოურავო, აბა დამეხმარე.( სცემენ ცხვრებს და წაიყვანებენ ძროხას)
დაიწყეს უმწეო ცხვრებმა ტირილი, ამ დროს კომბლეც მოვიდა.
კომბლე: რატომ ტირით ცხვრებო, სად არის ჩემიჭრელა?
ცხვრები ერთად: ბატონმა წაგვართვა?
კომბლე: ბატონმა წაგართვათ? უი, უი, უი, რა ვქნათ ახლა?
( მოისმის ხმა, ბატონი ავად გამხდარაააა)
ჭკისკოლოფა: მამა, მოდი, ექიმის ფორმა ჩაიცვი და ისე შევიდეთ ბატონთან.
გეომეტრია: ამ მართკუთხედით ქუდი გავაკეთოთ>
ანგარიშა: 8 კომბალი წავიღოთ,
ჭკუისკოლოფა, მაგდენი რად გვინდა?
გეომეტრია: ჩვენ ხომ ოთხი ვართ.
ანგარიშა: თითოეულმა რომ ორორი კომბალი წავიღოთ, 8 ცალი დაგვჭირდება2*4=8.
( ჩააცვამენ ფორმას კომბლეს, წაიღებენ კომბლებს, ყველა წავა და გაათავისუფლებენ ჭრელას)



No comments:

Post a Comment