ხელოვნებაა თავად უკვდავება


პროექტი „ხელოვნებაა თავად უკვდავება“
პროექტის მთავარი იდეა
ხელოვნების უკვდავების თემა ქართულ ლიტერატურაში.
წალკის რაიონში არსებული ისტორიული ძეგლის, ბედიანის მონასტრის მონახულება.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებმა შeისწავლეს კ.გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“, გ. ტაბიძის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, ო.ჭილაძის „როდესაც ასე ახლოა გრემი“, ამ ნაწარმოებების ნიადაგზე მათ ისწავლეს ხელოვნების თემა ქართულ ლიტერატურაში, აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, მოგვენახულება წალკის რაიონის ისტორიული ძეგლი _ ბედიანის მონასტერი.
მოსწავლეთა ასაკი
მე–12 კლასი
პროექტის მიზანი
·         მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნების უკვდავების თემას ქართულ ლიტერატურაში;
·         მოიძიებენ ინფორმაციას ბედიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შესახებ;
·         მოინახულებენ ბედიანის მონასტერს;
·         ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეიყვარებენ კითხვა; გამოუმუშაოვდებათ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებენ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცეს.
·          

პროექტზე მუშაობის ვადები:
2014 წლის მაისი
პროექტის განხორციელების გზები: აქტივობები
1.      მოსწავლეები შეისწავბლიან ქართულ ლიტერატურაში ხელოვნების თემას. კ. გამსახურდიას, გ.ტაბიძის, ო. ჭილაძის შემოქმედებების მიხედვით;
2.      ჩავატარებთ  დისკუსიას: ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი;
3.      მოვიძევთ წალკის რაიონის ისტორიულ ძეგლებს’
4.      მოვიძევთ ინფორმაციას ბედიანის მონასტრის შესახებ;
5.      მოვინახულებთ ბედიანის მონასტერს.
პროექტისათვის საჭირო რესურსები და ინტერნეტმისამართები
1, კომპიუტერი, ინტერნეტი, მე–12 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო,მიკროავტობუსი.ფოტოკამერა.

http://www.myvideo.ge/?video_id=2032881
http://ka.wikipedia.org/wiki/ბედიანი
http://wikimapia.org/7027615/ka/ბედიანი
http://www.google.ge/images?q=ბედიანი&hl=ka&gbv=2&sa=X&oi=image_result_group&ei=fCjqU9z-Ceir7Ab414DQAQ&ved=0CBoQsAQ

პროექტისათვის საჭირო ფინანსები
მოსწავლეების მიერ შეგროვებული თანხა
ესგ–ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები



ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
·         მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
·         სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
·         წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და ა.შ.);
·         საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.


ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);
·         გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო;
·         ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;
·         ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.

შეფასება
 მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება მოხდება  წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
პროექტის ამსახველი მასალა
სურათები და ვიდეოფირი
პროექტის ხელმძღვანელი
ციცინო გობაძე_ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ ენიჭება შესაბამისი ქულა, ჯამდება ყველა კრიტერიუმში მიღებული ქულები და იყოფა ექვსზე (გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული).

ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
4


III დონე  (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს

მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს  ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით







პროექტის ანგარიში:
პროექტის სათაური: ხელოვნებაა თავად უკვდავება.
თარიღი: 30.05.2014
ჯგუფი: მე–12 კლასი
 მეტორმეტე კლასში შევისწავლეტ ხელოვნების თემაზე შექმნილი ნაწარმოებები: კ.გამსახურდიას „ დიდოსტატის მარჯვენა“, გ.ტაბიძის „  ქებათა ქება ნიკორწმინდას“, ო. ჭილაძის „ როდესაც ასე ახლოა გრემი>“ დავამუშავეღ ესე, „ხელოვნებაა თავად უკვდავება“,
ესეს დამუშავების დროს  გამოჩნდა პრობლემები, როგორიცაა: დღეს  აქცევენ თუ არა ისტორიულ ძეგლებს ყურადღებას, რორორ იცავს და უფრთხილდება მთავრობა მათ, სწორედ ამ საკითხებმა შთაგვაგონა გაგვეცნო წალკის რაიონის ისტორიული ძეგლები და მოგვენახულებინა რომელიმე მატგანი, არჩევანი ბედიანის მონასტერზე შევაჩერეთ.
    ექსკურსიამდე ჩავატარეთ დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ ისტორიულ ძეგლებზე, რომლებსაც ვიცავთ, ან ვერ ვიცავთ, აქ წამოიჭრა ტაო კლარჯეთის მონასტრების საკიხიც, გამოითქვა მოსაზრებები, თუ რატომ უნდა დავიცვათ საზღვარგარეთ არსებული ქართული მონასტრები,   როგორ უნდა ვიხსნათ ისინი განადგურებისაგან. მოსწავლეებმა ყურადღება იმ ეპოქაზეც გაამახვილეს, რომელიც ქარტული კულტურის ძეგლებს განადგურებით ემუქრებოდა.
     დისკუსიაზე წალკის რაიონის ეკლესიებიც გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ჩვენს სოფელშიც არის მეთერტმეტე საუკუნის ეკლესია, რომელის საკმაოდ საინტერესო ნაგებია და მასზე ძველი ქართული წარწერაცაა,.
    გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეებს ჩვენი ეკლასია კარგად შესწავლილი აქვთ, გამოთქვეს სურვილი ჩვენი რაიონის სხვა მონასტრების მონახულებისა, მათ არჩევანი ბედიანის მონასტერზე შეაჩერეს, რადგან ჩათვალეს, რომ ესეც უძველეს ძეგლებს მიეკუთვნება და ამითაა საინტერესო.
   ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია ბედიანის მონასტრის შესახებ, შევადგჰინეტ ექსკურსიის გეგმა, თარიღი დავთქვით 30 მაისი, რაგდან საგამოცდო პერიოდის გასვლას დაველოდეთ, დათქმულ დროს დავიქიტავეტ მიკროავტობუსი და გავსწიეთ ბედეენის მონასტრისაკენ, გზაში ტრაფარეტი ვნახეთ,  წარწერით: „თეთრიწყაროს რაიონი“. ამ  ამბავმა ყველა გაგავოცა, რაგდან ჩვენ ვიცოდით, რომ ბედიანი წალკის რაიონს ეკუთვნის, ( ეს ცნობა დაბრუნების შემდეგ გავარკიეთ).
     სანამ ბედიანის მონასტერს ვნახავდით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც გავიარეთ, მოვინახულეთ ზოგიერთი მათგანი, გავესაუბრეთ , მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ აქაური ავადმყოფები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სულაც არ წარმოადგენენ სასოგადოებისათვის საშიშებს. ავადმყოფებს წაღებული ტკბიეული დავურიგეთ და წავედით მონასტრისაკენ.
  მოსწავლეები აღაფრთოვანა ბედიანის მონასტრის მიმდებარე ბუნებამ,  განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ტაძრის მდებარეობამ და გარემომ. ვინახულეთ მონაზვნები, გავესაუბრეთ, მათაც გაგვაცნეს, რომ ეს მინასტერი 90–იან წლებამდე მიტოვებული იყო, მის აღდგენასა და გაცოცხლებაში დიდი წვლილი შეუტანიათ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმებს.
   




პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე
ტელ:551095742
ელფოსტა: cicino.gobadze@gmail.com




No comments:

Post a Comment