კვლევა


მოხსენება
წალკის რაიონის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ციცინო გობაძის მიერ ჩატარებული კვლევა.
2014 წლის მაისი–ივნისი
პრობლემა: მოსწავლეებმა არ იციან სასვენი ნიშნების გამოყენება, ყურადღებას არ აქცევენ წესებს, ზოგჯერ საერთოდ არ ხმარობენ.
კვლევის მიზანი:  დადგენა, პროცენტულად როგორი მდგომარეობაა სკოლაში,  მიზეზის ამოცნობა,  თუ რატომ არ იყენებენ სასვენ ნიშნებს, გამოსწორების გზების ძიება.
კვლევის მეთოდები: გამიკითხვა, ანკეტირება.
კვლევის ანკეტა:
1.იყენებთ თუ არა წერის დროს სასვენ ნიშნებს?           -----------------------------------
2..თქვენი აზრით, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს სწორად?----------------------------
3.ჩამოთვალეთ რომელ სასვენ ნიშნებს  იცნობთ.---------------------------------

4.რომელ სასვენ ნიშანს იყენებ ყველაზე ხშირად?-------------------------------------------
5.რომელი სასვენი ნიშანი იწერება თხრობოთი წინადადების ბოლოს?--------------
6.რომელი სასვენი ნიშანი იწერება წინადადებაში გამოტოვებული სიტყვის  ადგილას?------
7.დასვით წინადადებებში  სასვენი ნიშნები:
ა)დღეს  ცხადია უკეთესი ამინდი იქნება.
ბ)რომელ საათზე იწყებთ  მეცადინეობას
გ)ვუთხარი რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი  რომ  დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იყო
დ) დღეს ისეთი დროა შვილო პროვიზორს მატარებელი მიჰყავს ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს
ე)ნოდარ  დაფასთან გამოდი
ვ)გუშინ ვიცოდი რას ვაკეთებდი  დღეს  არა
8.თქვენი აზრით, არის თუ არა აუცილებელი  სასვენი ნიშნების გამოყენების ცოდნა?
9. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ სწორად გამოიყენოს სასვენი ნიშნები?

10.თუ შეგიძლიათ მოგვეცით რჩევა, როგორ ვისწავლოთ სასვენი ნიშნების გამოყენება ანუ რა მეთოდი გამოვიყენოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
აქტივობები:
1.საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასვენი ნიშნების გამოყენება;
2.ანკეტირება.
3. შედეგების პრეზენტაცია;
4. კლასებს შორის შეჯიბრების მოწყობა და დაჯილდოება;
5. საზაფხულო დავალების მიცემა.
6. ანკეტირების გამეორება.
ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 60 პროცენტი ფიქრობს, რომ იყენებს სასვენ ნიშნებს, მაგრამ ამის საწინაარმდეგო შედეგები აჩვენეს  წერის დროს, მაგალითად: ჩართულთან  მხოლოდ 13–მა პროცენტმა დასვა სწორად, მიმართვასთან _ 17–მა, ტირე 9% მიხვდა სად იყო საჭირო, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო რთულსა და კითხვით წინადადებებში, რთულ წინადადებაში 52%–მა სწორად დასვა, ხოლო კითხვითში _ 65%–მა.რაც შეეხება რჩევას, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მასწავლებელმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოსწავლეთა  34%–მა უპასუხა, რომ ბევრი სავარჯიშოები უნდა მისცეს, ხოლო 25%–მა გასაგებად აუხსნას. მოსწავლეტა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ეს ბავშვზეა დამოკიდებული.
გავაკეტეთ შედეგების პრეზენტაცია და მოსწავლეებს ვუთხარი: „ტვენი პასუხებიდან გამომდინარე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას სასვენი ნიშნების გამოყენებაზე, მეც დაგეხმარებით, თქვენც მოიძიეთ მასალები და ჩავატაროთ შეჯიბრება, საუკეთესო კლასი და საუკეთესო მოსწავლე დაჯილდოვდებიან.“
კლასებმა დაიწყეს მუშაობა, ერთი თვის შემდეგ ჩავატარე ტესტირება, გამოვლინდა საუკეთესო მოსწავლე _ ინდირა ვაშაყმაძე და საუკეთესო კლასი მე–8.
მოსავლეებს მივეცი საზაფხულო დავალება: „საფხულის განმავლობაში კიდევ იმუშავეთ ამ თემაზე და როდესაც დაბრუნდებით არდადეგებიდან, ხელმეორედ ჩავატარებთ ანკეთირება, ვნახოთ, რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა..
ამ კვლევამ და აქტივობებმა აშკარად გამოასწორა პრობლემა, შეჯიბრების დროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეები  დაინტერესდნენ და ცდილობენ გამოასწორონ ნაწერები, შედეგი მოსწავლეთა საშინაო დავალებების რვეულებსა და საკონტროლო წერებშიც აისახა.
გამოყენებული ლიტერატურა:
  

პრეზენტაცია






No comments:

Post a Comment