პროექტი ,,შემოდგომის ზეიმი"




სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორები
სახელი და გვარი
ეთერი ხიმშიაშვილი,  ტელ: 551095748  ელფოსტა:
ციცინო გობაძე, ტელ: 551095742  591958324   ელფოსტა: cicino.gobadze@gmail.com

რაიონი
წალკა
სკოლა
გუმბათის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
შემოდგომის ზეიმი“
თემის შინაარსი
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რაიონის სკოლები,  ისინი სურვილისამებრ შეარჩევენ  საქართველოს რომელიმე კუთხეს და წარადგენენ, პრეზენტაცია გაკეთდება წალკის რაიონის კულტურის სახლში, ნომრებს შეაფასებს კულტურის სახლის თანამშრომლებისა და პროექტის ხელმძღვანელების მიერ შერჩეული ჟიური. გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდება კულტურის სახლის მიერ დაწესებული პრიზებით.ჯიური ასევე გამოავლენს საუკეთესო ნომრებსაც.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა წარმოადგინონ თანდართული ანკეტა,  მისამართზე:cicino.gobadze@gmail.com
პროექტზე წარდგენილი იქნება შემდეგი აქტივობები: 
  1. მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,
  2. სადღეგრძელო.
  3. კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.
  4. კუთხის წარდგენა,პრეზენტაცია მაქსიმუმ 10 სლაიდი, 5წთ.
  5. ფოლკლორი – ცეკვა;
  6. ფოლკლორი –სიმღერა;
  7. ფოლკლორი – ლექსი ან თქმულება;
  8.  ლექსი კუთხეზე –მხატვრულად;
  9. იუმორი ან ანეგდოტი;
  10. თავისუფალი ნომერი.



საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა, , ხელოვნება, საზოგადოებრივი მეცნიერებები.
დონე/კლასი  
თითოეული სკოლიდან მაქსიმუმ 10 მოსწავლე, ასაკი განუსაზღვრელი.
განხორციელების დროის ჩარჩო
2014 წლის ნოემბერი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართული ენა და ლიტერატურა

·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
·           მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება
ხელოვნება
·           ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
·           ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და  მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
·           გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
·      შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
საზოგადოებრივი მეცნიერებები
·      მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სმართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
·      დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
·      ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
·      ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს, გაიცნობენ მათ ფოლკლორს, ლიტერატურას, ტრადიციებს, კულტურას,განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები.
გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე სკოლა, ეს ხელს შეუწყობს მათ თანამშროლობას, კოლეგიალობას.


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ






შეფასდება მოძიებული მასალების სიზუსტე, თემასთან კავშირი.
სკოლები  თვითონ შეიმუშავებენ კრიტერიუმებს.
ჟიური შეაფასებს 10–ქულიანი სისტემით, შეფასდება წარმოდგენილი ნომრების ადეკვატურობა, ვალიდურობა,სიზუსტე, შემოქმედებითობა,ორიგინალობა, ინდივიდუალობა, დახვეწილობა.


შეფასდება მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა, შემოქმედებითობა, ინტელექტუალობა,
სკოლები შეიმუშავებენ კრიტერიუმებს, სადაც განსაზღვრავენ, თუ როგორ შეარჩევენ მონაწილეებს.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეირჩევა ობიექტური და სანდო ჟიური, შეფასდება თითოეული ნომერი 10–ქულიანი სისტემით, ბოლოს დაითვლება ქულები და გამოვლინდება საპრიზო ადგილები. ასევე გაქმოვლინდება საუკეთესო ნომრები.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მხატვრული კითხვა, სიმღერა, ცეკვა, ინტერნეტკავშირები, სლაიდშოუს  დამზადება, პრეზენტაცია,
სასწავლო პროცედურები
1.        ანკეტის შევსება და მიწოდება. მონაწილე სკოლების დაკომპლექტება;
2.        სკოლების მიერ ანკეტაში მითითებული ნომრების მომზადება;
3.        სცენის მოწყობა ;
4.        ღონისძიების დროის განსაზღვრა და მოწყობა;
5.        გამარჯვებული სკოლის გამოვლენა და დაჯილდოება;
6.        გამარჯვებული ნომრების გამოვლენა და დაჯილდოება.











სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ინტერნეტკავშირი
 პროექტორი


 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა

 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება


 ვორდის პროგრამა



ინვენტარი/მასალები
სკოლების მიერ შეგროვებული სადემონსტრაციო მასალები.
ინტერნეტრესურსები
სკოლების მიერ მოძიებული ვებგვერდები
ფინანსები
წალკის რაიონის კულტურის სახლის მიერ გამოყოფილი თანხები და სკოლების ბიუჯეტი.

პროექტ „შემოდგომის ზემში“ მონაწილე სკოლის ანკეტა
სკოლა

სკოლის საკონტაქტო მონაცემები

ხელმძვანელი მასწავლებლები და მათი საკონტაქტო მონაცემები

საქართველოს მხარე, რომლის წარმოჩენაც გადაწყვიტა სკოლამ.

მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა

შესასრულებელი აქტივობები
(გაუკეთეთ აღნიშვნა, რომელ აქტივობასაც გააკეთებთ)
N
აქტივობა
შენიშვნა
1
მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,


2
  1. სადღეგრძელო.

3
კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.


4
კუთხის წარდგენა

5
ფოლკლორი–ცეკვა

6
ფოლკლორი–სიმღერა

7
ფოლკლორი–ლექსი ან თქმულება

8
ლექსი კუთხეზე

9
იუმორი ან ანეგდოტი.

10
თავისუფალი ნომერი


P.S  თუ სკოლა რომელიმე ნომერს ვერ ან არ წარადგენს, შესაბამისად ამ აქტივობაში 0 ქულა დაეწერება.
გისურვებთ წარმატებას.პროექტში მონაწილე სკოლებს ძალიან გთხოვთ, ღონისძიება რომ არ გაიწელოს და უინტერესო არ გამოვიდეს, დავიცვათ რეგლამენტი:
N
აქტივობა
დრო(წთ)
1
მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,

2
სადღეგრძელო.
1
3
კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.

4
კუთხის წარდგენა
3
5
ფოლკლორი–ცეკვა
2
6
ფოლკლორი–სიმღერა
2
7
ფოლკლორი–ლექსი ან თქმულება
2
8
ლექსი კუთხეზე
2
9
იუმორი ან ანეგდოტი.
2
10
თავისუფალი ნომერი
2


პ.ს. შენიშვნები და იდეები მოგვაწოდეთ, გავითვალისწინებთ.პროექტი ,,შემოდგომის ზეიმი“საჭირო  ფინანსები

აქტივობა

დასახელება

რაოდენობა

საცალო
ფასი
(ლარებში)

თანხა (ლარებში)

პრიზები  ნომინაციებისათვის

ქების სიგელები

15



1,5



22,5

პრიზი პირველ ადგილზე გასულისათვის

,, ვეფხისტყაოსანი“


1


45

45
პრიზი  მეორე ადგილზე გასულისათვის

გლობუსი

1

15

15


პროექტისათვის საჭირო ტექნილოგია - ტექნიკა:
N

დასახელება

ერთეული

1

პროექტორი

2

2
                   
კომპიუტერი

             1

3

ელექტრო-მუსიკალური ინსტრუმენტი

1

4

მიკროფონი

              5

5

ვიდეოკამერა

             1

6

ფოტოკამერა

             1 

პროექტისათვის საჭირო ადამიანური რესურსები

N

დასახელება

ერთეული

1

კომპიუტერის სპეციალისტი

2

2

მუსიკალური ინსტრუმენტის სპეციალისტი

1

3

ოპერატორი

1

4

ფოტოოპერატორი


1

შეფასების კრიტერიუმები
N
            ქულა
აქტივობა

5

4

3

2

1

1

მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,

მაგიდა გაფორმებულია კუთხისათვის დამახასიათებელი კერძებით,გამოიყურება ესთეტიკურად,ჩანს ტრადიცია, კუთხურობა, მრავალფეროვნება, ორიგინალურობა.
მაგიდა გაფორმებულია კუთხისათვის დამახასიატებელი კერძებით, გამოიყურება ესთეტიკურად, მაგრამ ნაკლებად ორიგინალურია, მოკლებულია მრავალფეროვნებას.
მაგიდაზე არის ეროვნული კერძების  სიმცირე, არაესთეტიკურია, არ ჩანს ტრადიცია.
მაგიდაზე არ ჩანს კუთხურობა, ორიგინალურობა.
მაგიდა საერთოდ არ არის.

2
კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.

კუთხე გამოიყურება ორიგინალურად, ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, ჩანს კუთხის  ტრადიცია, არის მინიშნებები მხარის ძირითად ინტერესებსა და საქმიანობაზე.
ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, ტრადიცია და მინიშნებები მხარის  ძირითად საქმიანობაზე.
ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, არ გამოიხატება ტრადიცია და სხვა მახასიათებლები.
არ არის ეთნოგრაფიული ნივთები, არ ჩანს მხარის ტრადიცია და სხვა მახასიათებლები.
კუთხე საერთოდ არ არის გაფორმებული.

3
სადღეგრძელო.
ჩანს კუთხის ტრადიცია, დიალექტი, ინტერესები, არის მხატვრული, ორიგინალური.
ჩანს კუთხის ტრადიცია, დიალექტი.
ჩანს მხოლოდ ტრადიცია, ან მხოლოდ დიალექტი.
 გაუგებარია.
საერთოდ არ არის.

4
კუთხის წარდგენა
არის ორიგინალური, ცხადად და გასაგებადაა კუთხე ნაჩვენები, ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები, ტრადიცია, კულტურა, მისი როლი და ადგილი საქართველოში.პრეზენტაცია არის საინტერესო.
ცხადად და გასაგებადაა კუთხე ნაჩვენები, ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები.ტრადიცია,,კულტურა.
სათქმელი ცხადი და გასაგებია,  ნაკლებად ჩანს კუთხის ტრადიცია, კულტურა, უინტერესოა პრეზენტაცია.
არ ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები, უინტერესოა.
პრეზენტაცია საერთოდ არ არის

5
ფოლკლორი–ცეკვა
არის ტრადიციული, დახვეწილი, ორიგინალური.
არის ტრადიციული, დახვეწილი.
არ არის ტრადიციული, ან არ არის დახვეწილი.
არატრადიციულია და დაუხვეწავი.
საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

6
ფოლკლორი–სიმღერა
არის ტრადიციული, დახვეწილი, ორიგინალური.
არის ტრადიციული, დახვეწილი.
არ არის ტრადიციული, ან არ არის დახვეწილი.
არატრადიციულია და დაუხვეწავი.
საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

7
ლექსი კუთხეზე
კითხულობს მხატვრულად, გამომეტყველებით, ორიგინალურად, ჩანს კუთხის სიყვარული, როლი, კულტურა.
კითხულობს მხატვრულად, გამომეტყველებით,ჩანს მხარის სიყვარული.
კითხულობს ზეპირად, აკლია მხატვრულობა.
უინტერესოა და არამხატვრული.
არ არის წარმოდგენილი.

8
იუმორი ან ანეგდოტი.
შესრულებულია ორიგინალურად, მხატვრულად, ჩანს დიალექტი, მხარის იუმორი.
შესრულებულია მხატვრულად. ჩანს დიალექტი, იუმორი.
შესრულებულია მხატვრულად, ჩანს დიალექტი, მაგრამ იუმორი ნაკლებია, ან ჩანს იუმორი, მაგრამ დიალექტი არ არის.
უინტერესო და არამხატვრულია.
არ არის წარმოდგენილი.

9
თავისუფალი ნომერი
არის ორიგინალური, მხატვრული, დახვეწილი, კუთხესთან რაღაცით მაინც არის კავშირში,
არის მხატვრული, დახვეწილი.
ნაკლებად დახვეწილია,
უინტერესოა.
არ არის წარმოდგენილი.




































No comments:

Post a Comment