ჩვენი საუნჯე



პროექტიჩვენი საუნჯე
პროექტის  აქტუალობა: გამომდინარე იქედან, რომ სოფელ გუმბათში ქართველი მოსახლეობის ცხოვრების ისტორია სულ რაღაც ოციოდე წელიწადია, მოსახლეობა არ იცნობს სოფლის წარსულს, აქ არის ეკლესია, რომელიც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია, მაგრამ არც მის შესახებ იცის რამე მოსახლეობამ, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველივე ამის შესწავლა და გაცნობა.
 პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიას, ეკლესიის აგების დროს და მის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარების განვითარებას, ასევე ისწავლიან, თუ როგორ უნდა დავაფასოთ კულტურული მემკვიდრეობა და მოვუაროთ მას.
  მოსწავლეთა ასაკი: მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები.
  პროექტის განხორციელების ვადები: 2011 წლის მაისი.
  საჭირო რესურსები: ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,
  პროექტის განხორციელების გზები: მოსწავლეები მოინახულებენ სოფლის უხუცეს ბერძენ მოსახლეობას და მათგან მიიღებენ ინფორმაციას რაც იციან სოფლის შესახებ, ასევე ჩაიწერენ თუ რამე ლეგენდა არსებობს.
 მონახავენ ინტერნეტში თუ რამე არსებობს სოფლისა და მისი ეკლესიის შესახებ ცნობები,
 ვნახავთ სოფლის ეკლესიას, გადავიღებთ ფოტოებს, მოვაწყობთ პრეზენტაციას და ბოლოს გავაკეთებთ სტენდს, რომელსაც გავაკრავთ თვალსაჩინო ადგილას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი, შესწავლიან სოფლის ისტორიას, ეს ხელს შეუწყობს პატრიოტული გრძნობის განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ფოტოგადაღება.
პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე











პროექტის ანგარიში
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს კარგად გაეცნოთ სოფლის ისტორია, მისი მნიშვნელოვანი ძეგლის (ეკლესიის) წარმოშობა და აგების დრო, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს ვთხოვე, სოფელში შემორჩენილი ბერძენი მოსახლეობისაგან შეეგროვებინათ ცნობები, მნიშვნელოვანი მოვლენები და მითები. გარდა ამისა, მათ უნდა მოეძიათ ინტერნეტში სოფელ გუმბათის შესახებ ინფორმაცია.
     მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობისაგან შეგროვებული ცნობების ნიადაგზე გაიგეს, რომ გუმბათი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ომიანობასა და ჟამიანობას განადგურების პირას მიუყვანია, მეცხრამეტე საუკუნიდან აქ თურქედიდან ჩამოსული ბერძნები დასახლებულან, რომლებმაც მეოცე საუკუნის 90-იანი  წლებიდან დაიწყეს მიგრაცია ისტორიულ სამშობლოში. 1998 წლიდან დაიწყო აჭარიდან სტიქიის მიერ დაზარალებული მოსახლების ჩამოსახლება.
      ასევე მოსწავლეებმა ინტერნეტით ნახეს ინფორმაცია სოფლის ეკლესიის შესახებ და აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული ტაძარი თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით, აქ არის ამავე საუკუნეების ქართული წარწერა, რომელიც შესრულებულია მრგლოვანით, ასევე მნიშვნელოვანია ქვაში გამიკვეტილი „ქვაკაცა“ და ციხე-გალავანი, რომელიც ასევე მეცამეტე საუკუნით თარიღდება.
   ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავების შემდეგ  ვნახეთ ეკლესია, დავათვალიერეთ ძირეულად, ვნახეთ ქართული წარწერა, „ქვაკაცა“ გადავიღეთ ფოტოები. ბოლოს გავაკეთეთ პრეზენტაცია, რომელსაც სკოლის ტითქმის ყველა მოსწავლე დაესწრო, მათთვის მოულოდნელი და საინტერესო იყო ის მასალა, რაც ჩვენ წარვადგინეთ.
პროექტმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა გაიცნეს სოფლის წარსული და მისი მნიშვნელოვანი ისტოტიული ეკლესიის წარმომავლობა.
პროექტის ხელ-ლი:   ციცინო გობაძე.


              პრეზენტაცია















M

No comments:

Post a Comment