9 აპრილი ჩვენი ტკივილია


პროექტი: 9 აპრილი ჩვენი ტკივილია
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობას.
პროექტის მონაწილე საგნები:ბიოლოგია _მასწავლებელი ნათელა კახაძე.
ქართული ლიტერატურა: _ მასწავლებელი ციცინო გობაძე.
პროექტის მიზანი: ბიოლოგიაში: მცენარეთა როლი ბუნების დასუფთავებაში.ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების გამომუშავება.
ქართულ ლიტერატურაში: შემოქმედებითი უნარების განვითარება. ლიტერატურის როლი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.მხატვრული კითხვის უნარის განვითარება.
 ასევე მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციიც შეგროვების უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: მე-6 _მე-10 კლასები.
პროექტის განხორციელების ვადები:  2013 წლის მარტი _ აპრილი.
პროექტის განხორციელების გზები: აქტივობა 1.მოსწავლეებს დავყოფთ 4 ჯგუფად და მივსცემთ დავალებებს:
I_ ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა შესახებ.
II _       ჯგუფი: მოიძიონ ლექსები, რომლების ეხება 9აპრილს და მოამზადონ მხატვრული კითხვით.
III _ ჯგუფი: მოიძიონ ისეთი ხე-მცენარეები, რომლების წალკს ბუნებრივ პირობებში
IV _ ჯგუფი:  გაამზადონ სკოლის ეზოში ადგილი, სადაც დავრგავთ ხეებს, გააფორმონ 9 აპრილის შესაბამისად.
აქტივობა 2. მოსწავლეები გააკეთებენ ხეივანს, დარგავენ ხეებს, ჩაატარებენ ღონისზიებას, სადაც გაიხსენებენ 9 აპრილს დაღუპულებს და წაიკითხავენ ლექსებს მხატვრულად.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, ლექსები 9 აპრილზე, ნერგები.
მოსალოდნელი შედეგების ამასახველი მასალა: ვიდეოგადაღება, ფოტოგადაღება.

დაღუპულთა სია[რედაქტირება]


9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენტის შენობის წინ, 2008 .)
აზა ადამია, 22 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 25 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 33 წლის
თამარ მამულიშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე, 22 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი,
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 23 წლის
წინაპირობა[რედაქტირება]
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს . . „ლიხნის ასამბლეისჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.
ხეზე გაკრული ლექსი
(9 აპრილი)
"აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო"
ქართველ კაცს, რად ათქმევინე, ეს როგორ დაგემართაო?
სთქვი, რომ არც შენ არ იცოდი, სთქვი, რომ შენც ვერა გაიგე,
აბა ამდენი სიცოცხლე, ფეხქვეშ როგორღა დაიგე?!
, ცოდვიანო აპრილო, რამ ჩამოგბანოს წყლულიო,
ქართველს მარილი გაუტკბა, გაუხმა ლუკმა პურიო.
ვინ გადარეცხოს ეს სისხლი, ვინ მოგვიშუშოს იარა,
მტერს ვაჟკაცებად დავუხვდით, თორემ ლაჩრებად კი არა.
იმ პირალესილ ნიჩბებსაც, მკერდი ვაჩვენეთ ქართული,
შიში სად იყო, ცეკვით და სიმღერით ვიყავთ გართული.
ასე ცეკვაში აღმოგვხვდა, თავისუფლების ძახილი,
ვაი მათ, ვინც რომ გულებში, ჩაგვცა სიკვდილის მახვილი.
სამშობლოსათვის დაეცა, "შიმშილის კიბეს" ქართველი,
თამარი, ნინო, ნათია, რომელი გითხრათ სახელი.
ან რომელ ერთზე მოგითხროთ, ვის ავუცრემლოთ თვალები,
ღმერთო, რა ხდება, ეს მტერთან იბრძვიან ჩვენი ქალები.
ანგელოზები სტირიან, არდაბადებულ ქართველსო,
ფეხმძიმე ქალი მოგვიკლეს, ვაი, ამ დარდის მნახველსო.
ამდენი კუბო სად მიაქვთ, სად ქრება ჟამი ნეტარი,
ან წინაპრებმა თუ იგრძვნეს შვილთა გმირობა ნეტავი...
p.s.
იო, საქართველოვ დაჩეხილო, დღეს მზე რა უმწეოდ ანათებს,
სად გყავდა შვილები სასიკვდილო, ასე რომ დაუთმე ჯალათებს.
დავითისეული სული იბობოქრებს, თამარისეული იმედი,
ისევ წამოდგები ჩვენი საქართველოვ, ურჯულოს არ მისცე მცირედი.
ფუძე გავამაგროთ, ერი გავამრავლოთ აი დღეს რა არის მთავარი,
ისევ გავუჩუნოთ, გმირებად დავურჩინოთ, ქვეყანას ნათია და თამარი.
და თუ დაგჭირდება, ჩვენო საქართველოვ, სანთლებს კვლავ აგინთებთ იცოდე,
ხორცით მოწამლულნი, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე.
/ნანა მეფარიშვილი 1989./

No comments:

Post a Comment