გურიის მხარე ,,შემოდგომის ზეიმისათვის"

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ციცინო გობაძე
რაიონი
წალკა
სკოლა
გუმბათის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
პროექტ,,შემოდგომის ზეიმისათვის“ გურიის მხარის წარდგენა
თემის შინაარსი
პროექტისათვის უნდა წარვადგინოთ გურია შემდეგი კრიტერიუმებით:
1
მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,

2
სადღეგრძელო.
3
კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.

4
კუთხის წარდგენა
5
ფოლკლორი–ცეკვა
6
ფოლკლორი–სიმღერა
7
ლექსი კუთხეზე
8
იუმორი ან ანეგდოტი.
9
თავისუფალი ნომერი
საგანი
ქართული ლიტერატურა _ ციცინო გობაძე
ბიოლოგია – ნათელა კახაძე
ისტორია – მაყვალა კახაძე
გეოგრაფია _მანანა ბოლქვაძე
მათემატიკა – მაია გობაძე
დონე/კლასი  
საბაზო, საშუალო .  ( VII-XII
განხორციელების დროის ჩარჩო
 ნოემბერი ./1 თვე
თემის საფუძვლები


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასვა კუთხის კულტურას, ფოლკლორს, ისტორიას, გაიგებენ გურიის მხარის როლსა და მნიშვნელობას. განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები,ასევე სოციალური და თანამშროლობითი ჩვევები.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ჩავარებთ კასტინგს, შევარჩევთ მოსწავლეებს ცეკვის, სიმღერის, ანეგდოტის, ლექსის და კუთხის პრეზენტაციისათვის


ჩავატარებთ რეპედიციებს.

მომზადებულ ნომრებს გავიტანთ ღონისძიებაზე, სადაც შეაფასებს ჟიური

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეფასება მოხდება შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ პრეზენტაციის წაყვანის უნარი, ცეკვის, სიმღერის, მხატვრული კითხვის, იუმორის,მსახიობური უნარები.
სასწავლო პროცედურები
 მოვიპოვებთ ინტერნეტში ინფორმაციებს გურიის მხარის შესახებ, შევაგრივებთ შეძლებისდაგვარად  გურიის ეთნოგრაფიულ ნივთებს, ასევე ვნახავთ გურულ ცეკვას, სიმღერას, ანეგდოტებს, ლექსს გურიაზე, გავეცნობით გურულ სამზარეულოს.
ამის შემდეგ დავანაწილებთ ფუნქციებს და დავიწყებთ მზადებას.







სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი


 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 დინამიკები
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები

ინვენტარი/მასალები
გურიის ეთნოგრაფიული ნივთები: გიდელი, გოდორი, კიბე, კარდალი, ფანარი,თიხის დოქები და სხვა ჭურჭელი,ხაპი, ქვევრი, აგური ჭის დასამზადებლად, გურული კერძები, საცეკვაო ფორმები.
ნოდარ დუმბაძე ხუთტომეული.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
პროექტის ხელმძღვანელების  მიერ შერჩეული ჟიური.



პროექტ ,,შემოდგომის ზეიმის“ შეფასების კრიტერიუმები:
N
            ქულა
აქტივობა

5

4

3

2

1

1

მაგიდის გაფორმება ეროვნული კერძებით,

მაგიდა გაფორმებულია კუთხისათვის დამახასიათებელი კერძებით,გამოიყურება ესთეტიკურად,ჩანს ტრადიცია, კუთხურობა, მრავალფეროვნება, ორიგინალურობა.
მაგიდა გაფორმებულია კუთხისათვის დამახასიატებელი კერძებით, გამოიყურება ესთეტიკურად, მაგრამ ნაკლებად ორიგინალურია, მოკლებულია მრავალფეროვნებას.
მაგიდაზე არის ეროვნული კერძების  სიმცირე, არაესთეტიკურია, არ ჩანს ტრადიცია.
მაგიდაზე არ ჩანს კუთხურობა, ორიგინალურობა.
მაგიდა საერთოდ არ არის.

2
კუთხისათვის დამახასიათებელი საოჯახო, ტრადიციული და ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა.

კუთხე გამოიყურება ორიგინალურად, ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, ჩანს კუთხის  ტრადიცია, არის მინიშნებები მხარის ძირითად ინტერესებსა და საქმიანობაზე.
ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, ტრადიცია და მინიშნებები მხარის  ძირითად საქმიანობაზე.
ჩანს ეთნოგრაფიული ნივთები, არ გამოიხატება ტრადიცია და სხვა მახასიათებლები.
არ არის ეთნოგრაფიული ნივთები, არ ჩანს მხარის ტრადიცია და სხვა მახასიათებლები.
კუთხე საერთოდ არ არის გაფორმებული.

3
სადღეგრძელო.
ჩანს კუთხის ტრადიცია, დიალექტი, ინტერესები, არის მხატვრული, ორიგინალური.
ჩანს კუთხის ტრადიცია, დიალექტი.
ჩანს მხოლოდ ტრადიცია, ან მხოლოდ დიალექტი.
 გაუგებარია.
საერთოდ არ არის.

4
კუთხის წარდგენა
არის ორიგინალური, ცხადად და გასაგებადაა კუთხე ნაჩვენები, ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები, ტრადიცია, კულტურა, მისი როლი და ადგილი საქართველოში.პრეზენტაცია არის საინტერესო.
ცხადად და გასაგებადაა კუთხე ნაჩვენები, ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები.ტრადიცია,,კულტურა.
სათქმელი ცხადი და გასაგებია,  ნაკლებად ჩანს კუთხის ტრადიცია, კულტურა, უინტერესოა პრეზენტაცია.
არ ჩანს კუთხის მთავარი მახასიათებლები, უინტერესოა.
პრეზენტაცია საერთოდ არ არის

5
ფოლკლორი–ცეკვა
არის ტრადიციული, დახვეწილი, ორიგინალური.
არის ტრადიციული, დახვეწილი.
არ არის ტრადიციული, ან არ არის დახვეწილი.
არატრადიციულია და დაუხვეწავი.
საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

6
ფოლკლორი–სიმღერა
არის ტრადიციული, დახვეწილი, ორიგინალური.
არის ტრადიციული, დახვეწილი.
არ არის ტრადიციული, ან არ არის დახვეწილი.
არატრადიციულია და დაუხვეწავი.
საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

7
ლექსი კუთხეზე
კითხულობს მხატვრულად, გამომეტყველებით, ორიგინალურად, ჩანს კუთხის სიყვარული, როლი, კულტურა.
კითხულობს მხატვრულად, გამომეტყველებით,ჩანს მხარის სიყვარული.
კითხულობს ზეპირად, აკლია მხატვრულობა.
უინტერესოა და არამხატვრული.
არ არის წარმოდგენილი.

8
იუმორი ან ანეგდოტი.
შესრულებულია ორიგინალურად, მხატვრულად, ჩანს დიალექტი, მხარის იუმორი.
შესრულებულია მხატვრულად. ჩანს დიალექტი, იუმორი.
შესრულებულია მხატვრულად, ჩანს დიალექტი, მაგრამ იუმორი ნაკლებია, ან ჩანს იუმორი, მაგრამ დიალექტი არ არის.
უინტერესო და არამხატვრულია.
არ არის წარმოდგენილი.

9
თავისუფალი ნომერი
არის ორიგინალური, მხატვრული, დახვეწილი, კუთხესთან რაღაცით მაინც არის კავშირში,
არის მხატვრული, დახვეწილი.
ნაკლებად დახვეწილია,
უინტერესოა.
არ არის წარმოდგენილი.




13.12.2014
პროექტ ,,შემოდგომის ზეიმისათვის“ ჩვენ  ავირჩიეთ წარსადგენად გურიის მხარე.
ამისათვის დავიწყეთ მზადება შემდეგნაირად:
1.      სადღეგრძელო.
გამოდინარე იქედან, რომ ახალი წელი ახლოვდება და გურიაში კალანდა და ჩიჩილაკი ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტებია, სადღეგრძელოსათვის შევარჩიეთ მეკვლე ჩიჩილაკით ხელში, მეკვლის შემოსვლას წინ წავუმძღვარეთ მონაკვეთი ანა კალანდაძის ლექსიდან ,,შემოდიოდა ჩვენში კალანდა“
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს,
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია,
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან,
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა.“
მეკვლე: შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი,
ამ ჭიქით მშვიდობას გოუმარჯოს ჩემო ბიძიკოებო, პაწე გურიას დიდი გული აქვს, ამიტომ აქანე პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს ვამბობთ, რაც არ უნდა გჭყანავდეს სასმელი, მშვიდობის გულობიზა ერთი ჭიქა მაინც უნდა დალიო, გურიაში კი არა, მთელ საქართველოში მშვიდობა დეიარებოდეს, მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბჟუტურო, ამ საკალანდოდ ჩვენს ბადიშებს მშვიდობიანი დუნია ჰქონოდეთ.
სვანების სვანობას კი არა, გურულების გურულობას კი არა, რაჭველების რაჭველობას კი არა, ცალკე–ცალკე, ნაწილ–ნაწილ კი არა, ძმებო, გოუმარჯოს საქართველოს მთლიანად, ჩვენს შეფართქალებას გოუმარჯოს.
( სადღეგრძელოს თან სდევდა გურული ,,ალილო“).

2.      ლექსი. ნოდარ დუმბაძის ლექსების ,,გურიისა“ და ,,შემოდგომის ღამის“ მიხედვით გავაკეთეთ კომპოზიცია.
3.      კუთხის პრეზენტაცია გააკეთეს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებმა ესენი იყვნენ: ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი და მერი.
4.      ცეკვა. ვნახეთ ინტერნეტში ცეკვა ,,ფარცა“ და ამის მიხედვით მოვამზადეთ მოსწავლეები.
5.      სიმღერა: გურული სიმღერა ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს.
6.      თავისუფალი ნომერი:მოსწავლეებისაგან შევადგინეთ საფეხბურთო გუნდი გურია, რომლებმაც მოამზადეს თავისუფალი ცეკვა.
7.      ანეგდოტი: ანეგდოტები ვნახეთ ფეისბუქზე, გავაკეტეთ სცენარი,დავუნაწილეთ მოსწავლეებს როლები და გავაკეთეთ დადგმა.
8.      მაგიდა: გავამზადეთ შემდეგი კერძები: ღვეზელები, ლობიანი, გოზინაყი, მჭადები, ლობიო, საცივი, თევზი, ქათამი, მწნილი, პრასი, ბოსტნეული, ხილი, ხინკალი.ჩირი.
9.                             კუთხე: ვიპოვეთ ჯაჭვი, კარდალი, ფიჩხი და გავაკეთეთ ბუხარი,  მოვაწყეთ ეზო: აგურებით გავამზადეთ ჭა, წკეპლებით გავაკეთეთ ტყრუშული ღობე,ვაზი, მანდარინის ხე.
ვიპოვეთ ნივთები: ქვევრი, თიხის ჭურჭელი, გოდორი, გიდელი, ხაპი, ფარანი.ლობიოს ქოთანი.ხალიჩა, ფარდაგი.
გუმბათის საჯარო სკოლა ღონისძიებაზე სანიმუშოდ წარსდგა და პირველი ადგილი მოიპოვა.
ციცინო გობაძე
ნათელა კახაძე
მაია გობაძე
მაყვალა კახაძე
მანანა ბოლქვაძე



















No comments:

Post a Comment