ჰელლადოს


პროექტი: ლიტერატურული თეატრი  ნოდარ დუმბაძისჰელლადოს
პროექტის აქტუალობა: ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, სადაც ადრე ბერძენი მოსახლეობა ცხოვრობდა, დღეს ისინი მშობლიურ ელადაში არიან,მაგრამ საქართველო მათთვის მეორე სამშობლოა, როდესაც სტუმრად ჩამოდიან ჩვენთან, დიდი სითბითი და სიყვარულით იხსენებენ საქართველოსა და ქართველ ხალხს, ეს კი თითქმის იგივეა, რაც ,,hellados".
 გარდა ამისა, დღეს დიდი მნიშვნელობა ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათ უნდა იცოდნენ, როგორ იქმნება თეატრალური ნაწარმოები, რა ეტაპები სჯირდება მის ინსცენირებას.
პროექტის მიზნები: ა)მოსწავლეები გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებს, ჩასწვდებიან მის არსს, იდეასა და მთავარ სათქმელს. ჩვენი სოფლის რეალურ მაგალითზე და ნაწარმოებიდან გამომდინარე, გაითავისებენ, თუ რა ძნელია იმ მხარის დატოვება, სადაც საუკუნის განმავლობაში გიცხოვრია, გააცნობიერებენ, რომ საქართველო მრავალი ერის ხალხისათვის გამხდარა მეორე სამშობლო - რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავებას
ბ)შეაფასებენ ნაწარმოებში ასახული ეპოქის  აფხაზეთისა და იქაური ხალხის თანაცხოვრების მეგობრულ მხარეს, დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის აფხაზეთი და სოხუმი.

 გ) განუვითადრებათ შემოქმედებითი უნარები
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
·         უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;
·         ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
პროექტის ამოცანები: ა)ნოდარ დუმბაძის მოთხრობაის ,,ჰელლადოს" გაცნობა და ანალიზი, ბ)სცენარის დაწერა,  გ) სცენისა და ინტერიერის მომზადება, დ) თეატრის დადგმა, ე) შეფასება.
პროექტის განხორციელების წინაპირობები: მოსწავლეებს მივსცემ წასაკითხად ნაწარმოებს, წაკიხვის შემდეგ ჩავატარებთ დისკუსიას, ვიმსჯელებთ ემოციებზე, რაც დაგვიტოვა ნაწარმოებმა. ჩავატარებთ კასტინგს და შევარჩევთ როლებისათვის მოსწავლეებს.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:
1. ნაწარმოების წაკითხვა და დისკუსიის ჩატარება.
 2.სცენარის შექმნა და მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკის შერჩევა.
3. კასტინგის ჩატარება და როლების დანაწილება,
4. რეპედიციების ჩატარება,
5, მოსაწვევების დამზადება და დარიგება,
6, სცენის მოწყობა, ინტერიერის შექმნა.
7. თეატრის ჩატარება.
8. შთაბეჭდილებების წიგნის შევსება.
მოსწავლეთა ასაკიმე-11 და მე-7 კლასები.
პროექტისავის საჭირო რესურსები: ნაწარმოები _. დუმბაძისჰელადოს”.
სცენის გაფორმებისათვის საჭირო მოწყობილობა (გემი, ზღვის ხედი, ღობე, ვიოლინო, აკვარიუმი, ვირი). ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკები.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
შეფასდება მოსწავლეთა აქტიურობა, ჩართულობა,, შემოქმედებითობა
გავაკეთებთ შთაბეჭდილებების წიგნს, სადაც მაყურებლები გააკეთებენ კომენტარებს.
 პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები: 
 არ გვყავს მუსიკის მასწავლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტით მუსიკა და ვნახოთ სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარება აპარატურის ჩართვასა და დამონტაჟებაში.
თეატრის მიმდინარეობის დროს მოსალოდნელია შუქის ჩაქრობა, ამიტომ უნდა მოვამზადოთ გენერატორი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააანალიზებენ ნაწარმოებშო მოცემულ ეპოქას, იმსჯელებენ ნაწარმოებში ასახულ პრობლემებზე, გააცნობიერებენ, რას ნიშნავს უცხოელებისათვის საქართველო, ისწავლიან სხვა ერის დაფასებასა და პატივისცემას. გარდა ამისა, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, ისწავლიან სასცენო ნაწარმოების შექმნასა და ინსცენირებას, ისწავლიან სცენის გაფორმებას, გამოუმუშავდებათ თეატრალური ხელოვნების სიყვარული.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ვიდეოგადაღება. ფოტოგადაღება.

პროექტის განხორციელების ვადები:  2022  წლის მარტიაპრილი.
პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე.






პროექტი: ლიტერატურული თეატრი: “ჰელლადოს"
რეფლექსია
თეატრისათვის მზადება დავიწყეთ 1 მარტიდანგარდა მოსწავლეებისა, პროექტში დაგვეხმარა მე-11 კლასის ხელმძღვანელი მაია გობაძე. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა კარგად დაამუშავეს ნაწარმოები, ჩასწვდნენ მის მთავარ სათქმელს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, სადაც ადრე ბერძნები ცხოვრობდნენ და დღესაც არის ზოგიერთი ბერძნულეროვანი მოსახლე, ჩავთალეთ, რომ ნაწარმოები ჩვენთვის აქტუალურია, შევადგინეთ სცენარი, დავანაწილეთ როლები და დავიწყეთ მზადება.
გადავწყვიტეთ ღონისძიება 14 აპრილს ჩაგვეტარებინა, რადგან თემატიკა ახლოს იდგა საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულთან.
როლები შემდეგნაირად დავანაწილეთ:
იანგული_ ჯემალ შაინიძე,
ჯემალი_მამუკა ბოლქვაძე,
კოკა_სულხანი დეკანაძე,
მამიდა_ირა ძირკვაძე,
მუსიკის მასწავლებელი_ლუიზა რესულიძე,
ბიჭები: ალეკო კახაძე და ნიკა ძირკვაძე.
მიდა_თამუნა შავაძე.
ასევე ავირჩიეთ ორი მოსწავლე, რომლებსაც ზოგიერთ ადგილას ტექსტი უნდა წაეკითხათ, ესენი იყვნენ ირაკლი და ზეინაბი კახაძეები.
მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა პროექტის ხელმძღვანელმა, სცენის განათებასა და გაფორმებაზე დანარჩენი მოსწავლეები დავასაქმეთ, ასევე პროექტში ჩავრთეთ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შეასრულეს როლები იმ მომენტებში, სადაც ხალხის მასა იყო საჭირო.
თეატრი დაგეგმილ დღეს ანუ 14 აპრილს ვერ ჩავატარეთ, ტექნიკური პრობლემების გამო, მაგრამ ჩავატარეთ 28 აპრილს.
სცენის გაფორმებისათვის გამოვიყენეთ შემდეგი მასალები: კედელზე გავაკარით დიდი ცისფერი პოლიეთილენი, რომელზეც გაზეთით გამოვჭერით და დავაწერეთჰელლადოს”. დიდი თეთრი ქაღალდით გამოვჭერით გემი და გავუკეთეთ აფრა, ყოველივე ეს ქმნიდა ზღვის ასოციაციას, რადგან მოქმედება სოხუმში ხდება. სცენის ერთ კუთხეში გავაკეთეთ მესრის ღობე და გრძელი სკამი, ეს ჯემალის ეზო იყო, შუაში დავდეთ პატარა მორი  და დავყარეთ კენჭები ეს მდინარის ნაპირი იყო. მეორე კუთხეში გავაკეთეთ მასწავლებლის ოთახი, სადაც დავდეთ აკვარიუმი, ნამდვილი აკვარიუმი ვერ ვიპოვეთ და ხელოვნური ღამის ნათურა გამოვიყენეთ.   ვიოლინოც მუყაოს ქაღალდისაგან გავაკეთეთ.
რაც შეეხება სცენის განათებას, აქაც ვიპოვეთ მანქანის ფარები, და მოვახერხეთ, ცოტათი მაინც დამსგავსებოდა ნამდვილ თეატრს, ხოლო პარტერი დავაბნელეთ.
მეზობლისგან ვითხოვეთ ვირი.

გავაკეთეთ მოსაწვევი ბარათები, თეატრზე დასასწრებად მოვიწვიეთ სოფელში შემორჩენილი ბერძენი მოსახლეობა, მასწავლებლები, მეზობელი სკოლებისავრანლოსა და არწივანის პედაგოგები, მშობლები, მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.
 ინსტრუმენტების ჩართვასა და დამონტაჟებაში დახმარება ვთხოვეთ სკოლის ისტ-ს მასწავლებელს, მოვამზადეთ გენერატორი, რომ თავიდან აგვეცილებინა ელექტროენერგიის ჩაქრობის საფრთხე.

საინტერესი და ემოციური იყო თეატრის მსვლელობა, მოსწავლეებმა ნამდვილი მსახიობებივით ითამაშეს როლები, როდესაც იანგულმა ჯემალს ვირი მიუყვანა და დაემშვიდობა, მაყურებელმა ცრემლი და ემოცია ვერ დამალა, განსაკუთრებით კი ბერძნებმა..  როდესაც იანგულის გვამი იპოვესამ ეპიზოდში მუსიკალურ ფონადრექვიემიგამოვიყენეთ, რაც ორმაგად ემოციური გამოვიდა. თეატრი რომ ოპტიმისტურად დაგვესრულებინა, დასასრულს, მეშვიდე კლასის მოსწავლე ნიკა ძირკვაძემ   მხატვრულად წაიკითხა მუხრან მაჭავარიანისვითარცა მტკვარი”.
იყო ბევრი ტაში, ცრემლი და ღიმილი, მაყურებელი მადლობებს არ იშურებდა, დასასრულს გავაკეთეთ შთაბეჭდილების დღიური, სადაც მაყურებლებმა კომენტარები გააკეთეს.
პროექტს თან ახლავს ვიდეოგადაღება და ფოტოგადაღება.
ჵპროექტის ხელმძღვანელიგუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციცინო გობაძე.el-fosta:  cicino.gobadze@gmail.com
























                                                 



























No comments:

Post a Comment