სწავლა სიკვდიმდე შენია


პროექტი: “სწავლა სიკვდიმდე შენია
პროექტის მიზანი: აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება,წარჩინებული მოსწავლეებისათვის ფოტოების გადაღება და სტენდის გაკეთება

პროექტის აქტუალობა: სკოლაში არის ძალიან ბევრი წარჩინებული მოსწავლე, მაგრამ წახალისების ფორმები არ გვაქვს შემუშავებული, ამიტომ მათ გამოსავლენად და წახალისების  ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს სტენდი, რითაც გაიხარებენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები.
მოსწავლეთა ასაკი: სკოლის ყველა მოსწავლე, რომელსაც აქვს  სემესტრული 8,9 და 10- შეფასებები.
პროექტის განხორციელების ვადები: 2013 წლის იანვარი
პროექტის განხორციელების გზები: ყველა კლასის ხელმძღვანელს ვთხოვ, რომ შემიდგინოს იმ მოსწავლეთა სია , რომელთა სემესტრული ნიშანია:8, 9 და 10. აამის შემდეგ ამ მოსწავლეებს გადავუღებ სურათებს და გავაკეთებ სტენდს.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: საკლასო ჟურნალები და მოსწავლეთა ციფრობრივი ანგარიშები, ფოტოაპარატი, სტებდისათვის ფიცარი, წეპო, პლაკატები.
.
ფინანსები: სკოლის ბიუჯეტიდან 100 ლარი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინახავენ თავიანთი შედეგების რეალიზაციას, იგრძნობენ, რომ მათი სწავლა მნიშვნელოვანია, გაახარებენ მშობლებს და ეს სტიმულს მისცემს უკეტესი შედეგებისაკენ
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ფოტოსურათები და მოსწავლეთა შთაბეჟდილებები.
პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე







პროექტი: “სწავლა სიკვდიმდე შენია
ანგარიში
პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა წახალისება, წარჩინებული მოსწავლეების ცოდნის რეალიზება და სუსტების დაინტეესება სწავლით.
პროექტისათვის მზადება დავიწყე მეორე სემესტრის დასაწყისში, კლასის ხელმძღვანელებს ვთხოვე ინ მოსწავლეთა სიის გაკეთება, რომლებსაც ჰქონდათ პირველ სემესტრში 8 9 და 10 შეფასებები.
აღნიშნულ მოსწავლეებს გადავუღე სურათები და დავაბეჭდვინე,
10-ოსნების სურათები დავბეჭდეთ შედარებით დიიდი ზომის, 9-ოსნების საშუალო და 8-ოსნების პატარტები, რადგან ვიფიქრე, მოსწავლეებში ნიშნების ხმამაღლა და მკვეთრად გაცხადებას საპირისპირო შედეგი არ მიეღო, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ მათი შეფასებები განსხვავებული იყო სურათების ზომების მიხედვით, თანაც ვიფიქრე, ამ გზით მოსწავლეები უფრო დაინტერესდებოდნენ, რომ თავიანთი ფოტოები დიდი ზომის ყოფილიყო და მაღალ რიგში მომხდარიყო, ხოლო ის მოსწავლეები, რომელთა სურათებიც ვერ მოხდა, შეეცდებიან როგორმე აქ აღმოჩდნენ.
 სტენდისათვის ვნახე დიდი ზომის თხელი ფიცარი, ფიცარზე დავაწეპე შპალერი, მასზე სურათები. სურათები დავაწეპე შპალერის წეპოთი, 10-ოსნების სურათები მაღალ რიგში მივაკარი შემდეგ 9-ოსნების და 8-ოსნების.
სახელები დავწერე კომპიუტერით, ესენიც ზომების მიხედვით, ამოვაპრინტერე, დავჭერი და სურათებზე დავაწეპე,
კომპიუტერით, ყველაზე დიდი ზომის შრიფტით გავაკეთე რამდენიმე პლაკატი და სტენდზე დავამაგრე, მიღებული სტენდი გავაკარ სკოლის ფოიეში, რამაც მოსწავლეთა სიხარული და სიამაყე გამოიწვია.
ბავშვებს პირობა მივეცი, რომ ვინც შედეგებს გააუმჯობესებს, მაღალ რიგში აიწევს და მისი სურათიც დიდი ზომის დაიბეჭდება, ასევე დანარჩენ მოსწავლეებსაც პირობა მივეცი, თუ მომდევნო სემესტრში შეფასებას აიმაღლებენ, აუცილებლად მოხდებიან სტენდზე.


1 comment: