ჟურნალი მომავლის ხმა

                                                                                   N1 ნომერი 01/10/2014
მომავლის  ხმა
                                                                        

 ,,რა სად როდის
                                                                                       ვინ  რატომ და როგორ“


ჟურნალ ,,მომავლის ხმის“ შემოქმედებითი ჯგუფი :,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ ეს ჟურნალი რეიტინგული იყოს“.

მასწავლებელი_ ესაა პიროვნება, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭულიც კი ენდო. ინდირა ვაშაყმაძე
ყველაზე საოცარი კი ის  იყო, რომ წამების არცერთ მომენტში წმინდა დედოფალს ერთხელაც არ ამოუკვნესია, არცერთი საწუწუნო სიტყვა არ დასცდენია.

ნიკა ძირკვაძე
გზად გვინდოდა დაგვეთვალიერებინა ის გზა რომელიც წმინდა ნინომ ფეხით გამოიარა საქართველოს გასაქრისტიანებლად.

                           ფატიმა კოჩალიძე  
ძალიან კარგი მასწავლებელები გვყავდა, ძალიან მიყვარდა ისინი და დღესაც  ვაფასებ.            მაყვალა კახაძე                                                                                                                                                                                            
როდესაც რემონტი დამთავრდება, ვაპირებთ სკოლის ეზოს გალამაზებას, ნერგებს დავრგავთ, გვინდა სკამების დალაგებაც,                    სალომე საგინაძე



,,მომავლის ხმა“

    ჩვენი ჟურნალი ,,მომავლის ხმა“     ბევრ საინტერესო რუბრიკასს გპირდებათ,ჩვენი მიზანია  უამრავი ახალი პროექტის წამოწყება სკოლაში, თანატოლებისა და უფროსკლასელების დაინტერესება ამა თუ იმ პროექტით.ამავდროულად, ეს ჟურნალი შეასრულებს ერთგვარი ,,შუამავლის“ როლს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.,,მომავლის ხმის“ საშუალებით ჩვენი სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან სკოლასთან დაკავშირებულ ყველა  ახალ ამბავს.გარდა ამისა,ეს პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვთა დასაქმებას,დაინტერესებას და ვიმედოვნებთ,  უფრო დიდ მონდომებასაც სწავლის მხვრივ.
     ჟურნალი გამოვა თვეში ერთხელ სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეებით,შემეცნებითი რუბრიკებით.ჟურნალს აქვს ერთი განსაკუთრებული თემა _ეს არის ,,ბავშვთა შემოქმედება“’, რომელიც ყველა ნომრის უცვლელი რუბრიკა იქნება და  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ნიჭის რეალიზაციასა და მათ წახალისებას.
მკითხველო! იმედია მოგვაწოდებთ საინტერესო სტატიებს, ეს იქნება ნაბიჯები ისეთი საინტერესო პროფესიისაკენ, როგორიცაა ჟურნალისტიკა.
ახლა კი გაგაცნობთ ჩვენი ჟურნალის შემოქმედებით ჯგუფს:
ინტერვიუერი:მაია საგინაძე 
IT-მენეჯერი:ქეთი ბოლქვაძე
ოპერატორი:ალეკო კახაძე
 ჟურნალის რედაქტორები: ნიკა ძირკვაძე და ინდირა ვაშაყმაძე
კორექტორი:         ციცინო გობაძე


           ,,ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო
  მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“

     და მართლაც საიდან მოდის სიბრძნე, თუ არა მასწავლებლისგან,მასწავლებელი სწორედ ის ადამიანია, ვისგანაც ვიღებთ ყველა სასარგებლო ინფორმაციას.
მასწავლებელი_ ესაა პიროვნება, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭულიც კი ენდო, რომელიც შენი მეორე მშობელია, რომელიც გვასწავლის კარგსა და ცუდს,საზოგადოებაში მოქცევას, უფროსებისადმი პატივისცემასა და,რაც მთავარია, გვაძლევს განათლებას,განათლებას,რომელიც ჩვენი მომავალი ცხოვრების საწინდარი ხდება,მასწავლებლის  ამაგის გადახდა შეუძლებელია და ერთადერთი, რითაც ჩვენ მათთვის მადლობის თქმას შევძლებთ, ესაა მათი იმედების გამართლება.

5 ოქტომბერი მასწავლებლების საერთაშორისო დღეა,დღე, რომელიც განსაკუთრებულად საყურადღებოა ჩვენთვის,მოსწავლეებისთვის,ეს ხომ ის დღეა, როდესაც მასწავლებლებს განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ,მივულოცოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენთვის შეუცვლელები არიან, ვაგრძნობინოთ ისიც, თუ რაოდენ


მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში და რომ არა ისინი, ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს საზოგადოებაში,რადგან ყველაფერი მასწავლებლისგან იწყება.
 ჩვენ გვინდა ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს მოგილოცოთ 5 ოქტომბერი, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და,რაც მთავარია,დიდხანს სიცოცხლე,რათა კიდევ ბევრი სასახელო თაობა გამოზარდოთ, დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისა და შეუფასებელი შრომისათვის რომელიც ჩვენთვის არასოდეს დაგიშურებიათ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის, გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!
                                                                                                              
                                                                                                                    ინდირა  ვაშაყმაძე

17 ოქტომბერი   შუშანიკის ხსენების დღე

   დედოფალი შუშანიკი V საუკუნეში ცხოვრობდა, სწორედ იმ ხანაში, როდესაც ქრისტიანობა ახლად იდგამდა ფესვებს საქარველოში. ამ დროს საქარველოს მეფე ვახტანგ გორგასალი იყო, ხოლო ქართლის პიტიახში (მმარველი, ერისთავი) ვარსქენი.  რომლის ცოლი იყო შუშანიკი, ვარსქენ პიტიახშმა განიზრახა ვახტანგ გორგასლის ტახტიდან ჩამოგდება და  ტახტის დაკავება,  ამ მიზნით ის დაუახლოვდა სპარსეთის მმართველ პეროზს და მისი ნდობის მოსაპოვებლად საკუთარი ნებით გამოიცვალა სარწმუნოება, ქრისტიანობიდან ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადავიდა და განიზრახა საკუთარი ოჯახიც ამ სარწმუნოებაზე მოექცია.   
 
 დედოფალი შუშანიკი ბავშვობიდანვე მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო და მის გულში ღრმად ჰქონდა გამჯდარი ფესვები ამ სარწმუნოებას, როდესაც მისი მეუღლის, ვარსქენ პიტიახშის, სპარსეთში წასვლის ამბავი გაიგო, ყველაფერს მიხვდა და როცა პიტიახში ქვეყანაში ბრუნდებოდა, დედოფალმა მისი უკმაყოფილების გამოსახატავად


 არ შეეგება ქმარს და შვილებთან ერთად გადავიდა სასახლის გვერდით არსებულ პატარა სამლოცველოში, სადაც ავედრებდა ღმერთს საკუთარ შვილებს, რომ  დაეფარა ისინი სხვა რელიგიაზე მოქცევისგან.
        ვარსქენ პიტიახშმა, თავის ცოლს არ აპატია ურჩობა, და სატიკად სცემა მას,  ბნელ ოთახში გამოკეტა. მაგრამ შუშანიკი არაფრის ძალითთავის სარწმუნოებაზე უარს არ ამბობდა,   სასტიკად აწამა ქმარმა ეკლესიიდან სასახლემდე ეკლებზე ათრია, მხრებზე დიდი რკინის ჯაჭვი ჩამოაცვა და ისე მიიყვანა სასახლემდე, დასასახლის ერთ პატარა და ბნელ საბყრობილეში გამოკეტა. ყველაზე საოცარი კი ის  იყო, რომ წამების არცერთ მომენტში წამებულ დედოფალს ერთხელაც არ ამოუკვნესია, არცერთი საწუწუნო სიტყვა არ დასცდენია. პირიქით ის ამ ყვლაფერს ღვთის წყალობად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ამ ქვეყნიური წამება მას იმ ქვეყნიურ შვებას მოჰვგრიდა.
      მან ექვსი წელი გაატარა ტყვეობაში, ხოლო მეშვიდე წელს დასნეულებული გარდაიცვალა (475 წლის 17 ოქტომბერს). მისი ბოლო სურვილის თანახმად ის იმ ტაძრის ეზოში დაკრძალეს საიდანაც პირველად გამოარია ვარსქენ პიტიახშმა.
ქართულმა ეკლესიამ წამებული დედოფალი წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ხსენების დღე კი აღინიშნება 17 ოქტომბერს სწორედ იმ დღეს როცა ის გარდაიცვალა.დღეს შუშანიკის წმინდა ნაწილები განისვენებს მეტეხის  ტაძარში

                                                                                                                     ნიკა   ძირკვაძე





                                    ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში

     2014 წლის 19 ივნის ხუთშაბათს ჩვენი სკოლის VIII-IX  კლასმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ და ლამაზ კუთხეში. გვინდოდა გვენახა ვარძია რომელიც ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიას თანაა დაკავშურებული,  აგრეთვე გზად გვინდოდა დაგვეთვალიერებინა ის გზა რომელიც წმინდა ნინომ ფეხით გამოიარა საქართველოს გასაქრისტიანებლად. ცვენს გეგმებში შედიოდა რაბათის მონახულებაც რომელიც ძალიან ლამაზია და მნახველში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ბოლოს ბორჯომი რომელიც ძირითადად გართობის მიზნით მოვინახულეთ.
               დაახლოებით დილის ექვს საათზე გავედით გუმბათიდან. პირველად გავჩერდით ფარავნის ტბასთან წავიკითხეთ ანა კალანდაძის ლექსი: ,, მოდოიოდა ნინო მთებით“, რომლის

წაკითხვის შემდეგაც  წარმოდგენა შეგვექმნა  იმის შესახბ, თუ როგორ შემოვიდა წმინდა ნინო საქრთველოში, ამ ულამაზეს ადგილას უამრავი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და განვაგრძეთ გზა...

      რამდენიმა საათში მივედით ვარძიაში თითქმის ყველა გამოქვაბული მოვინახულეთ კაფე ,,ვარძიაშიც“ ვისაუზმეთ და განვაგრძეთ ჩვენი მარშუტით გზა. გზად ვნახეთ ხერთვისის ციხე, რომელიცჰგავს,,ვეფხისტყაოსანში“ ქაჯეთის ციხეს.
      შემდეგი გაჩერება იყო რაბათში სადაც მმოვინახულეთ ყველა ადგილი თუ კოშკურა. აგრეთვე ვნახეთ ე.წ.  სულთნის ოთახი და რის საშუალებითაც გავეცანი თურქულ ტრადიციას ჩვენი მასწავლებელის წყალობით.
    ბოლოს შევჩერდით ბორჯომის პარკში სადაც დაუვიწყარი დრო გავატარეთ.დასასრულ გავჩერდით პატარა მინდორზე და ვივახშმეთ.                                                                                   
                                                                            ფატიმა    კოჩალიძე



                 რატომ უნდა ავირჩიოთ მასწავლებლის პროფესია

          მასწავლებლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, ვინაიდან სახელმწიფო ახალგაზრდების მხარზე დგას.
 ჩვენი ჟურნალის სტუმარია ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი მაყვალა კახაძე.

-პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ,რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
აგრეთვე მინდა დაგვიანებით მოგილოცოთ 5 ოქტომბერი,მასწავლებლის დრე.დღევანდელი ჩვენი ინტერვიუს თემაა მასწავლებლობა და მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა:ბევრისგან გვსმენია რომ არ უნდოდათ მასწავლებლობა და მაინც გახდნენ პედაგოგები თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
-დიდი მადლობა მოწვევისათვის,ძალიან კარგი თემაა აგირჩევიათ, ბავშვებო, მადლობა ამისთვის,რათქმაუნდა, ბავშვობიდანვე იყო ჩემი სურვილი რომ გავმდარიყავი მასწავლებელი,მეზრუნა ბავშვებზე,აღმეზარდა ისეთი თაობა როგორებიც თქვენ ხართ.
-ჩვენ ახლა იმ ასაკში ვართ, რომ ვირჩევთ პროფესიებს და თქვენ როგორ აირჩიეთ პროფესია?
-ისევე როგორც დღეს,ჩვენც ბავშვობიდანვე ვირჩევდით პროფესიებს და მე ბავშვობიდანვე მინდოდა მასწავლებლობა.
-თქვენ რას გვირჩევდით რატომ უნდა გავხდეთ პედაგოგები?
-მასწავლებლობა ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც  მოითხოვს სითბოს,ბავშვების სიყვარულს, მათთან საერთო ენის გამონახვის უნარს, თქვენ თუ გახდებით მასწავლებლები ეს ძალიან კარგი იქნება,რადგან ამ პროფესიით თქვენ უფრო დაუახლოვდებით ბავშვებს.
-ბევრი თაობა აღგიზრდიათ,რას გვეტყვით მათ შესახებ?  იყვნენ გამორჩეული მოსწავლები?
-როგორ არა. გვყავდა გამორჩეული მოსწავლეები, რომელთაც უყვარდათ სწავლა,  იყვნენ თბილები,  კონტაქტურები, გახდნენ სტუდენტები და ჩვენ ვამაყობთ მათით.
-როგორ ფიქრობთ თქვენ დროში უფრო ძნელი იყო პედაგოგობა თუ ახლა?
- ჩვენს დროში საკმაოდ ძნელი იყო და ალბათ რთულიც, იმიტომ რომ დღეს უფრო გვაქვს ბაშვებთან ისეთი თბილი დამოკიდებულება , როგორიც ადრე არ გვქონდა, ჩემი მოსწავლეობის დროს მასწავლებლები არ იყვნენ ისე მეგობრულად, მოსწავლეებთან, როგორც დღეს ვართ.
-თქვენ ბავშვობაში როგორი მოსწავლე იყავით? და როგორი მასწავლებლები გყავდათ?
-მასწავლებელზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან გვყავდა ძალიან კარგი მასწავლებელები გვყავდა, ძალიან მიყვარდა ისინი და დღესაც  ვაფასებ. მეც არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მყავდა კარგი ნიშნები ვიყავი ფრიადოსანი, ჩვენს დროს ასე ერქვა კარგ მოსწავლეს.
-რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად?
-ყველაზე მეტად მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა და ,რა თქმა უნდა ,ისტორია.
-როგორ მოგწონთ ჩვენი პროექტი?
-ძალიან კარგი პროექტია და ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ პროექტის შესახებ გავიგე.
-და ბოლოს რა რჩევას მოგვცემდით?
-გირჩევდით რომ ახლავე აქედანვე აირჩიოთ პროფესია კარგად დაეუფლოთ და მეტად გაერკვეთ იმ საქმეში რომელიც თქვენ გაინტერესებთ
- დიდი მადლობაა რომ გამონახეთ  დრო და დათანხმდით ჩვენთან ინტერვიუზე ვფიქრობ მეტად საინტერესო და თბილი საუბარი გამოგვივიდა.
   რა სიახლეებს გეგმავს სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობა
  ჩვენი გაზეთის ერთერთი რუბრიკაა ინტერვიუ მოსწავლესთან, ამით გვინდა მკითხველამდე მივიტანოთ ჩვენი პრობლემები, სურვილები და წარმატებები, ამ მიზნით ჩვენ დავუკავშირდით სკოლის თვითმართველობის პრეზიდენტს –სალომე საგინაძეს.

მოგესალმებით დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტევიუზე. ვიცით, რომ წელს გაქვთ საატესტატო გამოცდები და პირველი შეკითხვა მინდა დაგისვათ: ნერვიულობთ გამოცდებთან დაკავშირებით?
–რათქმაუნდა ვნერვიულობთ ასევე ვემზადებით  დამატებით ოთხივე საგანში, რადგან, ფაქტობრივად, ოთხივე საგანი რთულია და ვეცდებით რომ მობილიზებულნი ვიყოთ.
და რომელ საგნებში გაქვთ გამოცდა ?
–ეს საგნებია: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია.
–ყველაზე მეტად რომელი საგნის გეშინიათ?                       
მე ჩემს თავს ყველაზე სუსტად ქიმიასა და ფიზიკაში ვთივლი,ანუ ესენი უფრო რთულია, ვიდრე ბიოლოგია და გეოგრაფია.
–თქვენ ხართ თვითმართველობის პრეზიდენტი,  იგეგმება თუ არა  რაიმე პროექტი სკოლაში თქვენი თაოსნობით?
–დიახ, დღეისათვის, თქვენც კარგად იცით, რომ მიმდინარეობს სკოლის რემონტი, ამიტომ ამ დროისათვის რაიმე პროექტის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მე შევუთანხმდი ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილეს ბატონ როინ კახაძეს და როდესაც რემონტი დამთავრდება, ვაპირებთ სკოლის ეზოს გალამაზებას, ნერგებს დავრგავთ, გვინდა სკამების დალაგებაც, ასევე ვგეგმავთ მოსწავლეებისათვის სპორტული შეჯიბრებებისა და მხიარული სტარტების მოწყობას.
–კარგი გადაწყვეტილებებია და გისურვებთ წარმატებებს, მაინც რა სახის ნერგების დარგვას გეგმავთ?
–ძირითადად ხეხილის დარგვა გვინდა, რადგან, ვფიქრობთ,  მოსწავლეებს სხვაგან წასვლა აღარ მოუწევთ ხილის ჭამისათვის, მართალია,ჩვენი მოსწავლეობის  პერიოდში ნაყოფს ვერ მოისხამს, მაგრამ მომავალ თაობას ექნება.
–მოსწავლეები ითხოვენ ბუფეტის გაკეთებას, ამაზე რას იტყვით?
_დღესდღეობით სკოლას არ აქვს ფართი, ამიტომაც, სამწუხაროდ, ბუფეტს ვერ შეგპირდებით.
–ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება კინოკლუბისა და მკითხველთა კლუბების ჩამოყალიბება, ამაზე რას გვეტყვით?
– ესეც მართალია, ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ცნობილ ადამიანებთან, მე შევხვდი წალკაში რამდენიმე მათგანს, გამოვართვი საკონტაქტო მონაცემები და ვაპირებ დაკავშირებას.
–და ბოლოს, რას ფიქრობთ ჩვენი პროექტის შესახებ?
ეს, რა თქმა უნდა ზალიან კარტგია, მე ვხედავ რომ ბევრი მოსწავლეა ამ პროექტში ჩართული და, ვფიქრობ, თქვენი წამოწყება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, დღევანდელობა ნიჭიერ ახალგაზრდობას მოითხოვს და თქვენი გაზეთიც ამაში შეგვიწყობს ხელს. გისურვებ წარმატებებს.








ყურადღება!
ჟურნალი ,,მომავლის ხმა“ აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებონებზე:
4 ჟურნალისტი
2 ოპერატორი.
3 რეპორტიორი.
2 მემონტაჟე.
1 მხატვარი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩამოტვირთოთ სივი ჩვენი ფეისბუქის გვერდიდან, შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: cicino.gobadze@gmail.com
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე კომისია განიხილავს განცხადებებს, შემდეგ კი ჩავატარებთ გასაუბრებას.კონკურსში გამარჯვებულებს საინტერესო სამუშაო გელით,გისურვებთ წარმატებებს!











No comments:

Post a Comment